ფეხბურთი

19:26 | 26.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალი "სან სიროს" ორი პროექტი - როგორი იქნება ულტრათანამედროვე სტადიონი მილანში?

ლეგენდარული სტადიონის „სან სიროს“ დანგრევა და მის ნაცვლად, ახალი ულტრათამანედროვე სტადიონის აშენება გადაწყდა. შედეგად, ახალი პროექტების წარდგენა უკვე დასრულდა კიდეც.

„სან სიროზე“ ორი პროექტია წარმოდგენილი, რომელთაგანაც ერთ-ერთი დამტკიცდება და სტადიონის მშენებლობაც დაიწყება.

პირველი პროქეტი წარმოადგინა კომპანია Manica-Sportium-მა. სტადიონი ფერებს შეიცვლის, „მილანის“ თამაშის დროს წითელი იქნება, ხოლო „ინტერის“ მატჩებისას - ლურჯი. პროქეტი ასევე ითვალისწინებს არენის გარშემო ცათამბჯენის მშენებლობას. სტენდები მთლიანად დაფარული, მაგრამ თვითონ ველი ღია იქნება.

მეორე პროექტი კი, კომპანია Populous-მა წარმოადგინა. სტადიონი იქნება შთაგონებული მილანით (იგულისხმება ქალაქი - რედ). ვიზუალურად კი მილანის ცნობილ ტაძარ დუომოს წააგავს. ამ პროექტიშიც გათვალისწინებულია ცათამბჯენი.

აღსანიშნავია, რომ ადრიანო გალიანიმ, რომელსაც „სან სიროზე“ არაერთი წელი აქვს გატარებული, სტადიონის დანგრევის იდეას მხარი დაუჭირა:

„რომანტიზმის დრო არაა. როგორ შეიძლება მილანს ახალ სტადიონზე უარი ვუთხრათ? პირადად მე Popolous-ის პროექტი მომწონს“, - თქვა გალიანიმ.

0.150116