სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

17:02 | 23.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული გაიხსნა!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

22 სექტემბერს, უეფას პროგრამა #WePlayStrong Together-ის ფარგლებში გამართული გოგონათა ერთდღიანი ფესტივალით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული გაიხსნა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ ღონისძიებაში 15-წლამდე 30-მა გოგონამ მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა ჯღარკავამ და საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებმა ფესტივალის მონაწილეებს სხვდასხვა სახის საფეხბურთო ვარჯიში ჩაუტარეს.

ნიკა ჯღარკავა: "მასობრიობის კლებადობა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის პრობლემა არ არის და ეს საკითხი ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანასაც აწუხებს. სექტმებრის ბოლო კვირაში მთელი ევროპის მასშტაბით აღინიშნება მასობრივი სპორტის დღეები. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით აქტიურობს უეფა და ჩვენც, როგორც მისი ნაწილი.

დღეს, აღნიშნული კვირეულს ვიწყებთ #WePlayStrong პროგრამის წარდგენით და მეორე ფაზის დაწყებით. ამასთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში ჩვენი პროექტებით საქართველოს რეგიონებში ვიმოგზაურებთ და ადგილზე სხადასხვა აქტივობებს გავმართავთ."

ლევან კობიაშვილი: "დღეს, ოფიციალურად იწყება მასობრივი ფეხბურთის კვირეული და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ერთვება ამ დიდ პროექტში. პირველ ღონისძიებას #WePlayStrong-ის ფარგლებში ვმართავთ.

დღევანდელ აქტივობასთან ერთად, მთელი კვირის განმავლობაში ჩვენ სხვადასხვა ღონისძიებას ვგეგმავთ. მათ შორის არის სოფლის მოედნების რეაბილიტაციის პროექტი. აღნიშული აქტივობის ფარგლებში ჩვენ გურიისა და სამტრედიის რაიონების ორ სოფელს ვეწვევით და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით ორ სტადიონს აღვადგენთ, ასევე ჩვენი ეგიდით გაიმართება “სახალისო საფეხბურთო ღია სკოლები”.

მასობრივი ფეხბურთის კვირეული პირადად ჩემთვის და ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი პროექტით, "მამების თასით" დასრულდება, სადაც მამები გუნდების მწვრთენელების როლში არიან წარმოდგენილნი. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს ოჯახების ჩართავს საფეხბურთო ცხოვრებაში, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

მასობრივი ფეხბურთი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამიტომ ბოლო წლებში ძალიან ვაქტიურობთ ამ მიმართულებით. სასიხარულოა, რომ საქართველოში მასობრივ ფეხბურთში ჩართულ ადამიანთა რიცხვი ყოველწლიურად მატულობს. განსაკუთრებით სასიხარულო კი, გოგონათა ჩართულობაა. როგორც ავღნიშე, ამ კუთხით საკმაოდ დიდი წინსვლა გვაქვს, მაგრამ ჩვენი მიზანი ფეხბურთში კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვაა და ვფიქრობ, რომ აღნიშნული კვირეული ამას ხელს შეუწუობს. სწორედ მასობრიობაა ის, რაც ამა თუ იმ ქვეყანაში სპორტის წარმატებას განაპირობებს."

აღნიშნულ ფესტივალში ჩართული გოგონები მიმდინარე წლის ივლისში გამართული საზაფხულო ბანაკის #WePlayStrong Summer Camp Georgia-ს მონაწილეები არიან.

შეგახსენებთ, რომ #WePlayStrong ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალი კამპანიაა, რომლის მთავარი მიზანი სტერეოტიპების დანგრევა და გოგონების ფეხბურთში ჩართვაა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობას მომავალშიც გეგმავს.

#WePlayStrong Together-ის ფარგლებში გამართულ ერთდღიან ფესტივალს გენერალური მდივანი დავით მუჯირი სფფ-ს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეულის ფარგლებში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს რამდენიმე რეგიონს ესტუმრებიან და ადგილზე სხვდასხვა სახის ღონისძიებას გამართავან, დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.118524
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X