ჭიდაობა

23:44 | 21.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი: "მადლობა ღმერთს, რომ ასეთი დღე მაჩუქა"

გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რის შემდგომაც კომენტარი გააკეთა. ქართველმა მოჭიდავემ ღმერთს მადლობა გადაუხადა, რომ ასეთი დღე აჩუქა.

„აკგული ისეთი სპორტსმენია, რომელთანაც არცერთი წამით არ უნდა მოდუნდე და ყოველთვის დაძაბული ხარ. თუმცა, მწვრთნელებთან და გუნდთან ერთად ვიმუშავე ამ შეხვედრაზე და დავალება მქონდა ასეთი, რომ პირველიდან ბოლო წამამდე უნდა მებრძოლა, არცერთი ნაბიჯი უკან არ გადამედგა. მართალია თავიდან რამდენიმე ქულა გავუშვი, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ გამარჯვება მოვახერხე.

იყო ტრავმის მომენტიც, მაგრამ თითქმის უკვე მოშუშებულია, ექიმებთან ერთად ეს დავძლიეთ. რის ხარჯზე მოვუგე? არ ვიცი, ეს ჭიდაობაა. პორველ რიგში მადლობა ჩემს გულშემატკივარს და მადლობა ღმერთს, რომ ასეთი დღე მაჩუქა“, - თქვა პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა, ხოლო მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს პირველი ადგილი მოუტანა.

0.122107