ფეხბურთი

15:10 | 17.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესოები: ნიკა ნინუა და ვარლამ კილასონია

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე წრის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკა ნუნუა დასახელდა.

„დინამოს“ 20 წლის ნახევარმცველმა მესამე წრეში 7 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარში 5 გოლის გატანა შეძლო. მათ შორის, ოთხჯერ საჯარიმო დარტყმით.

გარდა ამისა, მესამე წრის საუკეთესო მწვრთნელიც გამოვლინდა და ეს ჯილდო „რუსთავის“ თავკაცმა ვარლამ კილასონიამ მიიღო. გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით „რუსთავმა“ მესამე წრეში 9 მატჩში 16 ქულა მოიპოვა (4 მოგება, 4 ფრე, 1 წაგება) და პლეი-აუტის ზონას თავი დააღწია.

აღსანიშნავია, რომ „რუსთავმა“ მესამე წრეში უფრო მეტი ქულა მოიპოვა (16), ვიდრე მანამდე ორ წრეში ერთად (14).

0.116995