საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მესამე წრე დასრულდა. ლიგის ფეისბუქგვერდზე კი განვლილი 9 ტურის შეჯამების შემდეგ სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნდა.
მესამე წრის საუკეთესო თერთმეტეული ეროვნულ ლიგაში ასეთია:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („რუსთავი“)
მცველები: ლევან გეგეჭკორი („დინამ ბათუმი“), ვიქტორ მონხილი („დინამო თბილისი“), მამუკა კობახიძე („დინამო ბათუმი“), ლუკა სილაგაძე („რუსთავი“)
ნახევარმცველები: ჯაბა ჯიღაური („დინამო ბათუმი“), ნიკა ნინუა („დინამო თბილისი“), სანდრო ალთუნაშვილი („საბურთალო“), ნოდარ ქავთარაძე („დინამო თბილისი“)
თავდამსხმელები: ლევან კუტალია („დინამო თბილისი“), ჯოვინო ფლამარიონი („დინამო ბათუმი“).