კატალონიის „ბარსელონა“ მზადაა 16 წლის ანსუ ფატის შესანარჩუნებლად ყველაფერი გააკეთოს და გვინეა-ბისაუელ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს სთავაზობს.
Radio Catalunya-ს ცნობით, ანსუს „ბარსა“ 5-წლიან ხელშეკრულებას გაუფორმებს და გარდა იმისა, რომ პირველ გუნდში იქნება, B გუნდში თამაშიც შესაძლებელი იქნება. იმ შემთხვევაში თუ ფატი პირველ გუნდში მატჩებს ჩაატარებს, მისი ხელფასი 1 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ხოლო მესამე წლიდან 1.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ ანსუ ფატიმ მიმდინარე სეზონში წარმატებულად დაიწყო და სამ მატჩში 2 გოლთან ერთად 1 საგოლე პასიც შეასრულა. ბოლო ცნობებით, 16 წლის შემტევი სულ მალე ესპანეთის მოქალაქე გახდება და პირინელთა ნაკრებში ითამაშებს (თავდაპირველად ასაკობრივში).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
21 გოლი გაგეტანოს გიო მაგ იჯარის პერიოდში
უფასო ქლაუდ მაინინგი
0?'>https://elios.ltd/partner/raulito88':'>https://elios.ltd/partner/raulito88'))