ფეხბურთი

1:41 | 17.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "სან პაოლოს ატმოსფერო მაშინებს"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ნაპოლისთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. გერმანელმა სპეციალისტმა მეტოქე შეაქო და განაცხადა, რომ ნეაპოლის სტადიონის, „სან პაოლოს“ ატმოსფეროს ეშინია.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ყურადღება „ნიუკასლთან“ მატჩზე გვქონდა გამახვილებული და ამის შემდეგ დავიწყეთ „ნაპოლიზე“ ფიქრი. რა თქმა უნდა, ვიცნობთ მეტოქეს და ვნახოთ ხვალ რა მოხდება, მაგრამ ჩვენ ამ გუნდისგან შარშანაც ბევრი რამ ვისწავლეთ.

წინა წლებთან შედარებით დაცვაში თამაში გავაუმჯობესეთ. ჩემს ფეხბურთელებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ყველაფერი მოხდეს. იმედი მაქვს შარშანდელივით ვიასპარეზებთ და ბიჭები გააგრძელებენ ჩვენი საუკეთესო თვისებების გამოყენებას.

„ნაპოლი“? შემადგენლობა შეინარჩუნა და ისეთი ფეხბურთელით გააძლიერა, როგორიც მანოლასია. „ნაპოლი“ წლებია იზრდება, კარგად თამაშობს, მიმდინარე სეზონიც კარგად დაიწყო. ეს არის გუნდი, რომელიც რგოლებს შორის კარგად თამაშობს და კონტრშეტევაც ეხერხება. ჩვენ თავი კარგად უნდა დავიცვათ, თუმცა მეტოქესაც მოუწევს იგივე. მეშინია თუ არა „სან პაოლოს“ ეფექტის? დიახ.

ფრე? ეს ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული როგორ ვითამაშებთ, ზოგჯერ ფრეც მისაღებია. მაგრამ თუ თამაშის მიმდინარეობისას მოგებას ვიმსახურებთ, მაშინ მხოლოდ გამარჯვებაა კარგი შედეგი“, - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩი დღეს 23:00 საათზე გაიმართება.

სტატისტიკა
0.266941