ფეხბურთი

2:58 | 15.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ობსტრუქცია ნეიმარს: "ვიცი, რომ ამიერიდან ყოველთვის სტუმრად ვითამაშებ"

ნეიმარმა მიმდინარე სეზონში „პარი სენ ჟერმენში“ პირველი მატჩი ჩაატარა და „სტრასბურთან“ მატჩის გმირი გახდა. თუმცა, პარიზელმა ქომაგებმა ბრაზილიელს ნამდვილი ობსტრუქცია მოუწყვეს - ბურთთან ყოველი შეხვება და სტვენა ერთი იყო.

ნამატჩევს ნეიმარმა აღნიშნა, რომ ამიერიდან მისთვის ყველა თამაში სტუმრად გაიმართება.

„ყველამ იცის, რომ წასვლა მინდოდა, ეს ვთქვი და კიდევ ვიმეორებ. არ მინდა დეტალებზე საუბარი, რადგან ახლა ეს საკითხი დახურულია. მე პსჟ-ს ფეხბურთელი ვარ და ყველაფერს გავაკეთებ მოედანზე. ჩემი გულშემატკივრებისთვის სათქმელი არაფერი მაქვს, თუ მათ სურთ, რომ ობსტრუქცია მომიწონ, გააკეთონ ეს, არჩევანში ყველა თავისუფალია. შესაბამისად, ვიცი, რომ ამიერიდან ყველა თამაში ჩეთვის სტუმრად იქნება, სამწუხაროდ“, - თქვა ნეიმარმა.

ვთქვათ ისიც, რომ პსჟ-მ „სტრასბური“ სწორედ ნეიმარის კინკილა გოლით დაამარცხა, რომელიც ბრაზილიელმა მსაჯის კომპენსირებულ დროში ულამაზეს სტილში გაიტანა. ვინძლო, ამ ფაქტმა პარიზელ ქომაგებს გული მოულბოს კიდეც...

თეგებინეიმარიპსჟ
0.115769