ნეიმარი „პარი სენ ჟერმენს“ სატრანსფერო მითქმა-მოთქმის შემდეგ დაუბრუნდა და პირველივე შეხვედრაში ულამაზესი გოლით მოაგებინა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურში პსჟ „პარკ დე პრენსზე“ მოკრძალებულ „სტრასბურს“ ვერაფერს უხერხებდა, როდესაც ბოლო წუთზე ბრაზილიელმა ეფექტურ ვარდნაში დიდებული გოლი გაიტანა და საკუთარ გუნდს მოაგებინა.
შეგახსენებთ, ნეიმარი აქამდე „პარი სენ ჟერმენში“ არ (ვერ) თამაშობდა, რადგან გუნდის დატოვებას ლამობდა და შესაძლო ტრანსფერის გამო პარიზელები მის გამოყენებაზე უარს ამბობდნენ.