ყირგიზეთის ისიკ კულში დსთ-ის, ბალტიისპირეთის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მონაწილეობით 21-ე საერთაშორისო ფორუმს უმასპინძლეს.
საერთაშორისო ფორუმის მიზანია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტებს შორის ინფორმაციის, აქტუალური პროექტების, პროგრამების გაცვლა, მსხვილი მულტისპორტული შეჯიბრებების ჩატარებასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილების გაზიარება.
ფორუმის ფარგლებში თემატური პრეზენტაციებით გამოვიდნენ დსთ-ის, ბალტიისპირეთის ქვეყნების და საქართველოს ოლიმპიური კომიტეტების წარმომადგენლები. კერძოდ, განიხილეს ოლიმპიური სპორტის პრობლემები ტოკიო-2020-ის მიჯნაზე, მინსკის მეორე ევროპული თამაშების მემკვიდრეობა, ბაქოს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შედეგები, საერთაშორისო თამაშები „აზიის შვილები", ევროპული კვირეული ლატვიაში.
საერთაშორისო ფორუმს საქართველოდან ესწრებოდა სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.
GEONOC.ORG.GE