რაგბი

3:35 | 25.08.2019 | ნანახია 221 - ჯერ

მამუკა გორგოძის ორი ლელო TOP 14-ის პირველ ტურში

ტოპ 14-ის ახალი სეზონი ჩინებულად დაიწყო მამუკა გორგოძესთვის. ქართველი მორაგბის „ტულონი“ პირველ ტურში „აჟენს“ ესტუმრა და 44:25 დაამარცხა.

აღნიშნულ გამარჯვებაში ქართველმა მორაგბემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, რადგან მეტოქე ორჯერ დაალელოვა. მე-13 წუთზე სწორედ მამუკამ მიითვალა შეხვედრის პირველი ლელო, 59-ე წუთზე კი, დუბლი შეასრულა.

გორგოძემ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო „აჟენის“ რიგებში 47-ე წუთიდან გამოჩნდა მოედანზე ანტონ ფეიქრიშვილი, რომელიც ფრანგულ გუნდს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა.

ტოპ 14-ის მეორე ტური დამდეგ უიქ-ენდზე გაიმართება და „ტულონი“ „ბორდოს“ ესტუმრება, „აჟენი“ კი, „ბრივს“ საკუთარ კედლებში დაუხვდება.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:12 | 30.01.2021
alfadhirhaiti (7530)

.

18:52 | 29.01.2021
davidinho (1027)

ძალიან კარგი

12:32 | 29.01.2021
მაინინგი2021 (65)

უფასო მაინინგი (არ იყენებს კომპიუტერის მონაცემებს და 100% მუშაა)stripslashes((strlen('https://elios.ltd/partner/raulito88')>0?' https://elios.ltd/partner/raulito88':' https://elios.ltd/partner/raulito88'))

0.064276
221