მიუნხენის „ბაიერნს“ ფილიპე კოუტინიოსთვის თავდაპირველად 10 ნომრის გადაცემა არ სურდა. აღნიშნული ცნობა „რეკორდმაისტერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა.
„თავდაპირველად არ გვინდოდა რობენის 10 ნომრის გადაცემა პატივსაცემად, მაგრამ გვინდოდა ფილიპესთვის დაგვემტკიცებინა, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მნიშვენლოვანი იყო, რომ კლუბის მხარდაჭერა ეგრძნო, არიენსაც პრობლემა არ ჰქონია და კოუტინიოს საუკეთესოს უსურვებს. ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მემკვიდრე“, - თქვა რუმენიგემ.
შეგახსენებთ, რომ კოუტინიო „ბაიერნს“ ორი დღის წინ 1-წლიანი იჯარით შეუერთდა, მისი გამოსყიდვა და მომავალ ზაფხულს 120 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.