ფეხბურთი

0:12 | 12.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "პრემიერლიგის ფავორიტები? "სიტი" და "სიტი B"

ცნობილმა პორტუგალიელმა სპეციალისტმა ჟოზე მოურინიომ ახალხან დაწყებული პრემიერლიგის ფავორიტები დაასახელა. „განსაკუთრებულის“ აზრით, ჩემპიონობისთვის „მანჩესტერ სიტი“, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ იბრძოლებენ.

დანარჩენ გუნდებზე უკეთესი შანსი კი მოურინიოს თქმით, „სიტის“ მეორე გუნდს აქვს:

„ფავორიტები? „მანჩესტერ სიტი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“ და „მანჩესტერ სიტის“ B გუნდი“, - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, მოურინიომ Sky Sports-ის ტელევიზიაში პრემიერლიგის ექსპერტად დაიწყო მუშაობა. რაც შეეხება ფავორიტებს, პირველ ტურში „სიტიმ“ „ვესტ ჰემს“ (5:0), „ტოტენჰემმა“ „ასტონ ვილას“ (3:1), ხოლო „ლივერპულმა“ „ნორვიჩს“ (4:1) აჯობა.

0.077038