ფეხბურთი

9:06 | 8.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელი „ფლამენგოში“ გადადის

იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი, დღეს ბრაზილიურ „ფლამენგოსთან“ მოაწერს კონტრაქტს ხელს - გვამცნობს Sky Sports. წყაროს მტკიცებით, ბრაზილიური კლუბი მზადაა „სუპერმარიოს“ ორწელიწადნახევრიანი ხელშეკრულება შესთავაზოს.

„ფლამენგოს“ პრეზიდენტმა, როდოლფო ლანდიმამ დაადასტურა, რომ იტალიელი უკვე ბრაზილიშია და კონტრაქტს ხელს უახლოეს საათებში მოაწერს.

ბალოტელი პირველი იტალიელი მოთამაშე იქნება „ფლამენგოს“ ისტორიაში.

„ბალოს“ ბოლო კლუბი ფრანგული „მარსელი“ გახლდათ, რომელიც მან თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.

0.105271