ფეხბურთი

15:35 | 21.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფილიპე ლუისი კარიერას "ფლამენგოში" გააგრძელებს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "ატლეტიკოს" აწ უკვე ყოფილი მცველი ფილიპე ლუისი კარიერას "ფლამენგოში" გააგრძელებს. როგორს Globo იუწყება, ფეხბურთელი და კლუბი ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ და უახლოეს მომავალში შეთანხმება გაოფიციალურდება.

ლუისი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდა. მადრიდის "ატლეტიკოში" ფეხბურთელმა 333 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფილიპე ევროპა ლიგის გამარჯვებული ორჯერ გახდა, ხოლო ლა ლიგა და ესპანეთის თასი თითო-თითოჯერ მოიგო.

0.117332