ფეხბურთი

2:45 | 16.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია და ჯვარედინი გოლები

ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგაში გასული სეზონის მეორე ნახევარში მოსკოვის „ლოკომოტივის“ რიგებში გამოჩნდა და დღემდე რვა თამაში ჩაატარა ადგილობრივ ჩემპიონატში. ორჯერ გოლიც გაიტანა.

პირველად ეს 10 მაისს მოხდა, როდესაც „ლოკომოტივის“ მაისურით „რუბინი“ დაამწუხრა (4:0). მაშინ ხვიჩა რუსეთის ჩემპიონატში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც XXI საუკუნეში დაიბადა და გოლი გაიტანა. 18 წლის ჩვენებური „რკინიგზელთა“ რიგებში იჯარით თამაშობდა, რომელსაც ვადა 30 ივნისს გაუვიდა და გუნდი დატოვა. საბოლოოდ კი სწორედ „რუბინის“ რიგებში აღმოჩნდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კვარაცხელიამ პრემიერლიგაში მეორე გოლი უკვე ყაზანელთა მაისურით გაიტანა. ეს 15 ივლისს მოხდა და გუნდი, რომელიც ამჯერად დაამწუხრა, „ლოკომოტივი“ აღმოჩნდა. მოკლედ, ჩვენებურის სტატისტიკა ამ დროისთვის ჯვარედინია: ორი გოლი, „ლოკომოტივის“ რიგებში „რუბინის“ წინააღმდეგ და „რუბინის“ რიგებში „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ.

დასაწყისს არაფერი დაეწუნება და ვნახოთ, როგორ გააგრძელებს იმედისმომცემი ქართველი შემტევი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115247