რუსეთის პრემიერლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა ხვიჩა კვარაცხელიამ. 28-ე ტურში იური სიომინის გუნდმა ყაზანის „რუბინს“ უმასპინძლა და ძალიან ადვილად, 4:0 დაამარცხა.
სოლომონ კვირკველიამ ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა „რკინიგზელთა“ დაცვის ცენტრში, ხოლო კვარაცხელია მოედანზე ალექსეი მირანჩუკის ნაცვლად 78-ე წუთზე გამოჩნდა.
ზუსტად 9 წუთში კი, ალექსეის ტყუპმა ძმამ, ანტონ მირანჩუკმა 18 წლის ჩვენებური მეკარესთან პირისპირ დატოვა და ხვიჩამაც შეასრულა - ვიზავის ბურთი ფეხებშორის გაუძვრინა. კვარაცხელიას „ლოკომოტივის“ მაისურით აქამდეც ჰქონდა გატანილი, ოღონდ სპარინგებში. ოფიციალურ დონეზე კი პირველად გამოიჩინა თავი.
აქვე გეტყვით, რომ ხვიჩას რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩი აქვს ჩატარებული (1 გოლი), ხოლო კვირკველიას აქტივში 28 თამაშია (1 გოლი).
„ლოკომოტივს“ 28 ტურის შემდეგ 52 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და ძალიან ახლოსაა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურის გაფორმებასთან.