ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა პიტერ კრაუჩმა საფეხბურთო კარიერა 38 წლის ასაკში დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია თავად კრაუჩმა ტვიტერის გვერდის მეშვეობით გაავრცელა.
კრაუჩმა კარიერა "ტოტენჰემის" აკადემიაში დაიყო და პირველ გუნდში 1998 წელს დააწინაურეს. მას შემდეგ პიტერი "დალვიჩ ჰამლეტის", "ჰიოსლეჰოლმის", ქპრ-ს, "პორტუსმუთის", "ასტონ ვილას", "ნორვიჩი", "საუთჰემპტონის", "ლივერპულის", "სტოკის" და "ბარნლის" ღირსებას იცავდა.
კარიერის განმავლობაში საკლუბო დონეზე კრაუჩმა 735 მატჩი ჩაატარა და 205 გოლი გაიტანა. ინგლისის ეროვნულ ნაკრებში თავდამსხმელი პირველად 2005 წელს გამოიძახეს და 2011 წლამდე ჩატარებულ 42 შეხვედრაში თავი 22-ჯერ გამოიჩინა.