ფეხბურთი

9:49 | 25.06.2019 | ნანახია 410 - ჯერ

სანემ „ბაიერნში“ გადასვლაზე უარი თქვა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ლეროი სანემ, „ბაიერნის“ წინადადება უარყო და ინგლისურ კლუბში რჩება - გვამცნობს Süddeutsche Zeitung. წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელს რამდენიმე კვირის წინათ უცნობებია მიუნხენური კლუბისთვის თავისი გეგმების შესახებ. არადა, ბავარიელები მის ტრანსფერში სოლიდური თანხის გადახდას აპირებდნენ.

სანე „ბაიერნში“ 2016 წელსაც შეიძლება აღმოჩენილიყო, მაგრამ მაშინ მიუნხენელებმა უარი თქვეს გარიგებაზე, რითიც ფეხბურთელი ერთობ გაანაწყენეს.

იმავე წელს სანე „შალკედან“ „სიტიში“ გადავიდა. მისი ტრანსფერი 50,5 მილიონი ევრო დაჯდა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

00:25 | 11.06.2017
mota (28)

ბრავო უესლი...

20:02 | 10.06.2017
ogafa (10230)

ყოჩაღ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064535
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
410