სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

14:20 | 23.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კიევის ტურნირზე მე-2 ადგილი დაიკავა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა კიევის საერთაშორისო ტურნირი მეორე ადგილზე დაასრულა. ბოლო ტურამდე სლოვაკეთისა U20 და უკრაინის U18 ნაკრებების დამმარცხებელმა ქართველებმა ბოლო შეხვედრა უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან გამართეს და დაძაბულ ბრძოლაში – 64:73 დამარცხდნენ.

მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები მატჩის დასრულებამდე 6:30 წუთით ადრე 5 ქულით იგებდა – ვახტანგ გაფრინდაშვილის ზუსტი სამქულიანის შემდეგ ქართველები 61:56 დაწინაურდნენ და გამარჯვებას მიუახლოვდნენ. აქ კი უკრაინელებმა წუთშესვენება აიღეს და მოედანზე დაბრუნებულები შედეგიანად ათამაშდნენ. 7:0 გაქცევით მასპინძლები 63:61 დაწინაურდნენ, თუმცა ლუკა კალატოზიშვილის ზუსტი გარღვევით ქართველებმა ანგარიში გაათანაბრეს.

თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე კალატოზიშვილი ვადიმ კოზაკზე დაჯარიმდა, როცა ეს უკანასკნელი სამქულიანს ესროდა. კოზაკმა სამივე საჯარიმო ჩააგდო, ქართველებმა შეტევა გააცუდეს და როცა უკრაინელებმა ისევ იხეირეს, ბოლო წუთი დაიწყო, ანგარიშში სხვაობამ კი 6 ქულას მიაღწია. საბოლოოდ, ქართველები 9 ქულით დამარცხდნენ და კიევის საერთაშორისო ტურნირი მე-2 ადგილზე დაასრულეს.

უკრაინასთან საერთო შედეგიანობით საუკეთესო იყო აკაკი ფიფია, რომელმაც 13 ქულა, 8 მოხსნა და 3 ჩაჭრა მიითვალა. ბომბარდირი რატი ანდრონიკაშვილი გახდა 20 ქულით, რომელმაც 9 პასიც გაიღო, თუმცა ბურთი 7-ჯერ დაკარგა, პლუს ბევრი სროლა აუცდა და ამიტომ მისმა ეფექტურობის ინდექსმა მხოლოდ 11 შეადგინა. 12 ქულა მიითვალა ვახტანგ გაფრინდაშვილმა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა გასული შეკრება სლოვენიაში დაიწყო, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის ყოფილ საწვრთნელ ბაზაზე, დაბა პოდჩეტრტეკში ივარჯიშა. გლიგორიევიჩის გუნდმა სლოვენიის 18 და 20 წლამდელთა ნაკრებებთან 14 და 16 ივნისს თითო სპარინგ-მატჩი გამართა და დაძაბულ ბრძოლებში დამარცხდა. სლოვენიიდან ქართველებმა უკრაინაში გადაინაცვლეს და კიევის საერთაშორისო ტურნირზე ითამაშეს.

საქართველოს ნაკრები სამშობლოში დღეს დაბრუნდება და განაგრძობს მომზადებას ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის, რომელიც 12-21 ივლისს პორტუგალიის ქალაქ პორტოში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში 21 გუნდია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი.

საქართველო 6-გუნდიან, C ჯგუფში მოხვდა შვედეთთან, ჰოლანდიასთან, ესტონეთთან, კოსოვოსა და სომხეთთან ერთად. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2 საუკეთესო გადის და აგრძელებს ბრძოლას ტურნირის სამეულში მოსახვედრად. გათამაშების ფორმატის თანახმად, B დივიზიონის საუკეთესო 3 გუნდი შემდეგი, 2020-2021 წლების სეზონისთვის ელიტარულ, A დივიზიონში იასპარეზებს.

უკრაინა U20 – საქართველო U20
სტატისტიკა: 73:64

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110561
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X