ძიუდო

14:30 | 19.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძიუდოისტები მინსკში გაემგზავრნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ბელარუსის დედაქალაქ მინსკში დაგეგმილ მეორე ევროპულ თამაშებზე საასპარეზოდ გაემგზავრნენ.

შესაბამის ფოტოებს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ მომავალი შეჯიბრი 21-30 ივნისს გახლავთ დაგეგმილი, უშუალოდ ძიუდოისტთა პაექრობები კი 22-24 ივნისს ჩატარდება.
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპულ თამაშებზე 10 ძიუდოისტით წარდგება:
60 კგ. – ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. – ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. – ლუკა მაისურაძე
90 კგ. – ბექა ღვინიაშვილი
100 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი
+100 კგ. – გურამ თუშიშვილი
57 კგ. – ეთერ ლიპარტელიანი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106857