ფეხბურთი

23:21 | 2.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალომ" ქულები დაკარგა, ბათუმის "დინამო" ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-17 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ ერთპიროვნული ლიდერია. გია გეგუჩაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე „რუსთავი“ დაამარცხა, ხოლო ტურის დასკვნით მატჩში კონკურენტი „საბურთალო“ გამარჯვებული ვერ გამოვიდა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა, რომელიც ხელწამოსაკრავი მეტოქე არავისთვისაა და ეს დღესაც დამტკიცდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ 90 წუთმა უგოლოდ განვლო.

შედეგად, „საბურთალომ“ 35 ქულა დააგროვა და აწ უკვე ერთპიროვნულ ლიდერ ბათუმის „დინამოს“ 2 ქულით ჩამორჩა. „ჩიხურა“ კი სატურნირო ცხრილის შუაში 23 ქულით იმყოფება.

„ჩიხურა“ – „საბურთალო“ 0:0 (0:0)

0.113148