სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

19:05 | 29.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ქართველი იასპარეზებს

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა, რომელსაც ფიჯის დედაქალაქი სუვა 1-დან 8 ივნისის ჩათვლით უმასპინძლებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის მალხაზ ლომთაძის გადაწყვეტილებით, მსოფლიო ჩემპიონატზე 4 ძალოსანი იასპარეზებს.
ფიჯის დედაქალაქში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის არჩილ მალაყმაძე (73 კგ.), ლომია თებიძე (81 კგ.), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ.) და თორნიკე ტაბატაძე (+109 კგ.) იბრძოლებენ.
სუვაში გუნდს თან ახლავს ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზურაბ ანთაური და ძალოსანთა ექიმ-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაული.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115073