იტალიური „მილანის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯენარო გატუზომ ოფიციალურად დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „როსონერის“ ვებგვერდმა უკვე დაადასტურა.
გატუზო „მილანს“ 2017 წლის ნოემბრიდან ავარჯიშებდა და 2018-2019 წლების სეზონი 68 ქულით მეხუთე პოზიციაზე დაასრულა. აღსანიშნავია, რომ ეს შედეგი „მილანისთვის“ 2012-2013 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესოა.
თუმცა, ჩემპიონთა ლიგაზე ვერგასვლის გამო რინოს დაკავებული პოსტი დაატოვებინეს. აღსანიშნავია, რომ გატუზოს სახელფასო კომპენსაცია ეკუთვნოდა, მაგრამ იტალიელმა თავისივე სურვილით უარი თქვა და ეს იმით ახსნა, რომ მისი და „მილანის“ ურთიერთობა ფულით არასდროს ისაზღვრებოდა.
ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის გატუზოს. სახელდებიან სიმონე ინძაგის, ლეონარდო ჟარდიმის, მარკო ჯამპაოლოსა და ეუსებიო დი ფრანჩესკოს კანდიდატურები.
აქვე გეტყვით, რომ დღესვე „მილანი“ ოფიციალურად სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ დატოვა.