ფეხბურთი

20:10 | 28.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანი" ლეონარდომ დატოვა

იტალიური „მილანი“ სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ლომბარდიული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. ბრაზილიელი ხსენებულ პოსტზე ბოლო 10 თვის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა სხვადასხვა ხედვის გამო ბრაზილიელს გუნდის ხელმძღვანელებმა კარისკენ მიუთითეს.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება „როსონერის“ ახალი სპორტული დირექტორი, მაგრამ როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ეს რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება.

დიდი ალბათობით, ლეონარდოს ლუის კამპოსი შეცვლის, რომელიც ბოლო დროს ფრანგულ „ლილში“ მუშაობდა.

ლეონარდოს გარდა, „მილანი“ მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომაც დატოვა და ეს ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა.

Loading...
სტატისტიკა
0.378057