ფეხბურთი

1:30 | 28.05.2019 | ნანახია 105 - ჯერ

აკაკი გოგიას "უნიონი" ბუნდესლიგაში ისტორიაში პირველად აღზევდა (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგაში „უნიონ ბერლინი“ ითამაშებს, რომლის ღირსებას აკაკი გოგია იცავს. დედაქალაქელებმა პლეი-ოფში „შტუტგარტს“ აჯობეს და ისტორიაში პირველად მოიპოვეს გერმანიის ელიტარულ ლიგაში თამაშის უფლება.

„შვაბებისა“ და ბერლინელების პირველი დუელი „მერსედეს ბენც არენაზე“ უხვგოლიანი ფრით, 2:2 დასრულდა, ხოლო დღეს ბერლინში იგივე შედეგი დაფიქსირდა, ოღონდ გოლი არ გასულა და ბუნდესლიგის საგზური „უნიონს“ დარჩა, „შტუტგარტი“ კი გავარდა.

გოგია ხსენებულ მატჩში მოედანზე 82-ე წუთზე გამოჩნდა. ისე კი, გეტყვით, რომ 27 წლის ნახევარმცველმა II ბუნდესლიგაში 28 მატჩი ჩაატარა, 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასიც შეასრულა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:27 | 24.03.2024
ogafa (10220)

ყოჩაღ

0.066433
105