ფეხბურთი

16:10 | 23.05.2019 | ნანახია 600 - ჯერ

რაიტმა „არსენალის“ ახალი ფორმა წარმოადგინა

ლონდონის „არსენალის“ ყოფილმა მოთამაშემ, იან რაიტმა, გუნდის ახალი სათამაშო ფორმის ფოტოები განათავსა სოციალურ ქსელში. მალევე მან წაშალა ისინი, თუმცა ფოტოები სხვა წყაროებში გამოჩნდა.

საშინაო ფორმა ტრადიციულ წითელ-თეთრ სტილშია შესრულებული, საგარეო კი ყვითელია. ეკიპირების პრეზენტაციაში პიერ-ემრიკ ობამეიანგმა და ალეკსანდრ ლაკაზეტმა მიიღეს მონაწილეობა.

კლუბის ახალი ტექნიკური სპონსორი ფირმა adidas-ია, რომელმაც Puma ჩაანაცვლა.

შეგახსენეთ, რომ ახლადდამთავრებულ პრემიერლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა. 29 მაისს კი ბაქოში, ევროპა ლიგის ფინალური მატჩი ელის „ჩელსისთან.“


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:46 | 23.05.2019
Javshana (3011)

პუმას მაისურები ჯობდა : )))

16:15 | 23.05.2019
KoRBeN DaLLaS (24848)

ხოო რა... ვისაც ადიდასი აცვია, ყველა ბაიერნი მგონია

16:37 | 23.05.2019
Javshana (3011)

ეგეც და რო ვუყურებ მხრებზე ზოლები რო აქ პაგონები მგონია სულ :დ ნაიკი მირჩევნია ათასჯერ ადიდასს, აგერ სიტის ხო უხდება, ჩელსიზეც მომწონს, ძაან სოლიდური და მიმზიდველია, ხოო კიდე აიაქსის და ბაიერნის ფორმაც დაამსგავსა ერთმანეთს ადიდასმა ფანტაზია არ აქვთ კომპანიაში

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132178
სარეკლამო ადგილი - 99
X x X