ფეხბურთი

0:13 | 14.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

გუნდები შეთანხმდნენ - ედენ აზარის "რეალში" ტრანსფერი დადასტურდება

ყველაფერი გადაწყდა - ედენ აზარი კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. აღნიშნული ცნობა დღეს ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მ გაავრცელა. როგორც ხსენებული წყაროს წერს, ორივე გუნდმა შეთანხმებას მიაღწია.

თავად ფეხბუთელი კი, მადრიდულ გრანდს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ მოურიგდა და ახლა მხოლოდ ტრანსფერის ოფციიალურად დადასტურებაღა დარჩა. როგორც ფრანგული გამოცემა წერს, აზარის "სამეფო კლუბში" გადასვლა ევროპა ლიგის ფინალის შემდეგ გაოფიციალურდება. მოგეხსენებათ, "ჩელსი" 29 მაის, ბაქოში თანაქალაქელ "არსენალს" შეხვდება და სეზონის ტიტულით დასრულებას ეცდება.

რაც შეეხება ტრანსფერის ფინანსურ მხარეს - "ჩელსი" 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მიიღებს. საგულისხმოა, რომ აზარს ლონდონელებთან ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში ეწურება და მის სანაცვლოდ თანხის მიღების ბოლო შანსი სწორედ დამდეგი ზაფხულია.

საინტერესოა, რომ გუშინ აზარმა თავის მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ამის შესახებ ლონდნურ კლუბსაც აცნობა. თუმცა, მეტად ბელგიელი არ დაკონკრეტებულა და საკითხი მეტ-ნაკლებად ღია დატოვა.

შეგახსენებთ, ედენ აზარი "ჩელსიში" 2012 წლის ზაფხულში ფრანგული "ლილიდან" გადავიდა. მას შემდეგ ბელგიელმა შემტევმა "არისტოკრატების" მაისურით 351 მატჩში 108 გოლი გაიტანა.

0.112917