მადრიდის „რეალი“ დორტმუნდის „ბორუსიას“ ინგლისელი ტალანტის ჯეიდონ სანჩოს სამსახურით დაინტერესდა. ინფორმაციას გერმანული Bild-ი ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ტრანსფერის უშუალო ინიციატორი „სამეფო კლუბის“ თავკაცი ზინედინ ზიდანი ყოფილა და კლუბის მესვეურვებს ტრანსფერზე მუშაობა დაავალა. „დორტმუნდი“ კი ინგლისელ შემტევთან ადვილად შელევას არ აპირებს. Bild-ი წერს, რომ ამისთვის 180 მილიონი ევრო იქნება საჭირო და თუ „რეალი“ დათანხმდა, სანჩო ნეიმარის შემდეგ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.
„დორტმუნდის“ სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი კი სანჩოს გასხვისებას დამდეგ ზაფხულს გამორიცხავს:
„ჯეიდონი მომდევნო სეზონშიც „დორტმუნდში“ ითამაშებს. ჩვენ მასთან თამაშშრომლობას ვაპირებთ“, - თქვა ცორკმა.
აქვე გეტყვით, რომ სანჩო „დორტმუნდს“ მოქმედი კონტრაქტით 2022 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა ფეხბურთელმა 39 თამაშში 12 გოლი გაიტანა და 18 საგოლე პასი მიითვალა.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация