სხვა

21:47 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ძალოსნები მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან

საქართველოს ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები უკვე ლას ვეგაშია. როგორც მოგეხსენებათ, ნაკრების მთავარი მწვრთნელის ზურაბ ანთაურის განკარგულებაში მხოლოდ ორი ძალოსანია, რადგან ამ დრომდე უცნობია, მიიღებს თუ არა ამერიკის ვიზას მესამე ძალოსანი მანუჩარ გოგოხია (81 კგ.).

ამერიკულ ფიცარნაგზე პირველი ძალებს ევროპის ჩემპიონი და პრიზიორი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი გურამ გიორბელიძე (67 კგ.) მოსინჯავს. ძალოსანი საქართველოს დროით 11 მარტს 02:00 საათზე გავა.
ამის შემდეგ, ვიზის მიღების შემთხვევაში, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის მანუჩარ გოგოხია (81 კგ.) იბრძოლებს. საქართველოს ჩემპიონი ამერიკულ ფიცარნაგზე 12 მარტს 05:00 საათზე უნდა გავიდეს.
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებიდან ბოლოს ლაშა თაქთაქიშვილი (102 კგ.) გავა. ევროპის ჩემპიონი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და რეკორდსმენი პირველობისთვის 14 მარტს 05:00 საათზე იბრძოლებს.

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110098