სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ძიუდო

23:02 | 22.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩხვიმიანის ბრინჯაო დიუსელდორფის გრანდ სლემზე
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მიმდინარე გრანდ სლემის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა.

ჩხვიმიანმა საწყის ორთაბრძოლებში სირიელი მოჰამად აკაში და აზერბაიჯანელი დავუდ მამადსოი დააიპონა, მეოთხედფინალში საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძეს დამატებით დროში ასევე წმინდად აჯობა, ნახევარფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ რობერტ მშვიდობაძესთან ვაზარიზე დაეცა. ამგვარად, ლუხუმი რეპეშაჟში გადაერთო, სადაც სამხრეთკორეელ ჰარიმ ლის “გოლდენ სქორში” მე-3 შიდო მიაღებინა.
ამავე წონაში ჯაბა პაპინაშვილმა ევროპის ექს-ჩემპიონ – ფრანგ ვალიდ ხიარს იპონით აჯობა, შემდეგ კი ესპანელ ფრანსიკოს გარიგოსთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა.

ცნობისთვის, მშვიდობაძემ ფინალი იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან წააგო, გარიგოსმა კი მე-3 ადგილისთვის ორთაბრძოლა ჰოლანდიის სახელით მოასპარეზე თორნიკე ჭკადუასთან დათმო. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ 60 კგ-ის მეოთხედფინალში ქართული ფესვების მქონე ოთხმა ძიუდოისტმა (ჩხვიმიანი, მშვიდობაძე, ჭკადუა, მხეიძე) იჭიდავა.
დღესვე ტატამზე საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გიორგი გუგულაშვილიც (66 კგ.) ვიხილეთ, თუმცა, მან მხოლოდ 1 ბარიერი დასძლია (სერბი სტრაჰინია ბუნჩიჩი დააიპონა), შემდეგ კი, სლოვენიელ ადრიან გომბოცთან დამარცხდა.

შაბათს დიუსელდორფში ვაჟებში მედლები 73 და 81 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება. 73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი პირველ ნომრადაა განთესილი და ჩეხ იაკუბ იეჩმინეკსა და კვიპროსელ ხარილაოს ჰაჯიადამუს შორის გამარჯვებულს ელის. აშკარად არ გაუმართლა ფრიდონ გიგანს, რომელიც პირველივე წრეში 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულსა და ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ (2013, 2015) იაპონელ შოჰეი ონოს გაეჯიბრება.
81 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა დონღვანი ძალებს აზერბაიჯანელ ფაგან გულუზადასთან მოსინჯავს, ხოლო გიორგი კაციაშვილის მოწინააღმდეგე სლოვაკეთის წარმომადგენელი ფილიპ სტანცელი იქნება.
გრანდ სლემის დასკვნითი ორთაბრძოლები კვირას, 24 თებერვალს შედგება. 90 კგ-ში უაღრესად პირველივე რაუნდში საინტერესო შერკინება მივიღეთ: მსოფლიოსა (2014) და ევროპის სამზგის (2013, 2014, 2015) ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის მოქმედ ჩემპიონ რუს მიხაილ იგოლნიკოვს გაეჯიბრება. თუკი ავთომ იყოჩაღა, მე-2 წრეში სავარაუდოდ ძველ კონკურენტ – 2013 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ლოიკ პიეტრის (საფრანგეთი) დაუპირისპირდება.
100 კგ-მდე წონით კატეგორიაში უმთავრეს ფავორიტად საქართველოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი მოიაზრება, რომელიც მე-2 რაუნდში გერმანელ ფილიპ გალანდისა და ბულგარელ დანიელ დიჩევს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება. რაც შეეხება ლაშა ტაველურს, მას ლატვიელ იევგენის ბოროდავკოსთან პაექრობა ელის.
მძიმე წონაში (+100 კგ.) ონისე ბუღაძე ყირგიზ იური კრაკოვეცკის დაუპირისპირდება და თუკი იმარჯვა, იაპონელ ჰისაიოში ჰარასავა ელის. ლევან მატიაშვილი ბრძოლაში მე-2 რაუნდიდან ჩაებმება, მისი მეტოქე კი ბრაზილიელი რაფაელ სილვა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.113222
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X