ფეხბურთი

14:27 | 18.02.2019 | ნანახია 0 - ჯერ

რამოსი იეროს და გენტოს გაუთანაბრდა

"რეალი" შინ "ჟირონასთან" 1:2 დამარცხდა. "რეალის" კაპიტანმა სერხიო რამოსმა გუნდის მაისურით 601-ე შეხვედრა ჩაატარა, რითაც ფერნანდო იეროს და ფრანცისკო გენტოს გაუთანაბრა, რომელთაც ასევე 601 მატჩი აქვთ ჩატარებული.

"რეალის" მაისურით სანტილანას 645 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მანუელ სანჩისი - 710, იკერ კასილასი - 725, რაული - 741.

სერხიო "სამეფო კლუბში" 2005 წლიდან თამაშობს და გუნდთან ერთად 20 ტიტული აქვს მოპოვებული. რეკორდი გენტოს ეკუთვნის, რომელმაც "რეალთან" ერთად 23 ტიტული მოიგო.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.064881