კალათბურთი

15:00 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის დაფარება ევროლიგის მე-19 ტურში გამოარჩიეს (+VIDEO)

„ბუდუჩნოსტის“ ქართველი ცენტრის გოგა ბითაძის დაფარება ევროლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია. 19 წლის ჩვენებურმა „რეალთან“ მატჩში, პირველი პერიოდის მიწურულს ფაბიენ კოზიორს შესანიშნავ სტილში დაუფარა.

ამ მომენტს ევორლიგის მე-19 ტურის საუკეთესო ათ ეპიზოდში მეხუთე ადგილი ერგო.

შეგახსენებთ, „ბუდუჩნოსტმა“ მადრიდის „რეალი“ მოულოდნელად 73:60 დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი ბითაძემ შეიტანა. ქართველმა ცენტრმა 28 წუთში ორმაგი დუბლით გამოიჩინა თავი - 13 ქულა, 10 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება.

0.116908