ფეხბურთი

17:05 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტესი" ადასტურებს, მაგრამ პრობლემებზე საუბრობს

არნემის „ვიტესის“ ტექნიკური დირექტორი მარკ ვან ჰინტუმი ადასტურებს, რომ მის გუნდს ჯანო ანანიძის დამატება უნდა. როგორც, ჰინტუმმა განაცხადა, ლეონიდ სლუცკის ძალიან უნდა ქართველის გადაბირება, თუმცა პატარა პრობლემა არსებობს.

„ჩვენ ნამდვილად გვაქვს პატარა სახის პრობლემები მოსაგვარებელი, საქმე ეხება არაევროკავშირელ ფეხბურთელს და ამ საკითხზე ვმუშაობთ. თუმცა, ლეონიდ სლუცკი კარგად იცნობს მას და უნდა არნემში მოიყვანოს“, - ციტირებს ჰინტუმის სიტყვებს Omroepgelderland-ი.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღესვე „კრილია სოვეტოვის“ დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა ანანიძის სამარულ გუნდში გადასვლა გამორიცხა.

0.11612