ფეხბურთი

15:38 | 7.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"კრილია სოვეტოვში" ანანიძის ტრანსფერი გამოირიცხა

ჯანო ანანიძის „კრილია სოვეტოვში“ გადასვლა თითქმის გამოირიცხა. როგორც სამარული გუნდის დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა თქვა, ქართველმა შემტევმა „ვიტესში“ გადასვლის შესაძლებლობა ამჯობინა.

„გვინდოდა მისი გაფორმება, შეთანხმებული ვიყავით კიდეც, მაგრამ შემდეგ „ვიტესი“ გამოჩნდა და ახლა ჯანო ჰოლანდიელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს“, - ციტირებს შიკუნოვის სიტყვებს Sport-express-ი.

შეგახსენებთ, რომ ანანიძე „სპარტაკს“ ტოვებს. როგორც ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, 26 წლის ქართველი დიდი ალბათობით, იჯარით მიმდინარე სეზონის ბოლომდე არნემის „ვიტესში“ გადავა.

აქვე გეტყვით, რომ ქართველმა ნახევარმცველმა „სპარტაკის“ ღირსება მიმდინარე სეზონში ერთხელ დაიცვა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115253