ფეხბურთი

17:05 | 5.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მერანს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

მარტვილის "მერანს" 54 წლის გამოცდილი სპეციალისტი - გია გიგატაძე გაწრთვნის. გიგატაძემ "მერანის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ბაგრატ ხელაია შეცვალა, რომელმაც გუნდი გასული სეზონის ბოლოს ჩაიბარა. თავად ხელაია კი მეგრული გუნდის სამწვრთნელო შტაბში გააგრძელებს მუშაობას.

ჭყონდიდური კლუბის ახალმა დამრიგებელმა სამწვრთნელო კარიერა 1999 წელს წყალტუბოს "სამგურალში" დაიწყო და 2018 წლის სეზონის დასაწყისში სწორედ ამ გუნდში მუშაობდა, თუმცა "სამგურალისა და გიგატიძის გზები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე" ლიგა 3-ში დაქვეითებამდე გაიყარა.

გია გიგატაძეს მთავარი მწვრთნელის პოსტზე, სხვადასხვა დროს "ამერის", "მეშახტეს" "ტორპედოსა" და გორის "დილაში" უმუშავია.

0.118195