სხვა

21:07 | 8.11.2018 | ნანახია 1267 - ჯერ

ჩხეიძემ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-5 ადგილი დაიკავა

19 წლის ქართველმა ძალოსანმა ირაკლი ჩხეიძემ (102 კგ.) მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ექვსიდან 4 ცდა გამოიყენა, თუმცა, საბოლოო ჯამში მე-5 ადგილი დაიკავა, რაც ახალგაზრდა სპორტსმენისთვის კარგი შედეგია.

ჩხეიძემ ატაცში 164 კგ. დასძლია, 168-ს კი მე-2 მისვლაზე გაუმკლავდა და მე-5 შედეგი აჩვენა. ამავე პოზიციაზე აღმოჩნდა ირაკლი აკვრაშიც, სადაც 207 და 213 კგ. დაუვარდა, შუალედში კი 208 კგ. ასწია. ქართველმა ძალოსანმა ჯამში 376 კგ. მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, ხუთეულში აღმოჩნდა.
საინტერესოა, რომ ორიოდ კვირის წინ პოლონეთში გამართულ 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ჩხეიძემ 386 კგ. (170+216) მოაგროვა და ოქროს მედალი ერთბაშად 19-კილოგრამიანი უპირატესობით მოიგო.
თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვება ირანელმა ალი ჰაშემიმ (396 კგ.) იზეიმა, ვერცხლის მედალი უკრაინელმა დმიტრო ჩუმაკმა (393 კგ.) აიღო, ბრინჯაო კი ირანის ნაკრების კიდევ ერთმა წევრ რეზა ბეირალვანდს (393 კგ.) ერგო.
10 ნოემბერს (თბილისის დროით 16:25 საათიდან) ტურნირზე ორ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ. +109 კგ-ში მედლებისთვის პლანეტის უძლიერეს სპორტსმენად შერაცხული ლაშა ტალახაძე და საქართველოს ნაკრების კაპიტანი ირაკლი თურმანიძე იბრძოლებენ.

Loading...

კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
00:46 | 09.11.2018
federer (17) (13763)

ისე გიორგი ჩხეიძე სადაა ხომ არ იცით?
ბოლო პერიოდებში +105 კილოში მოღვაწეობდა, მაგრამ ეს წონა მისთვის აშკარად არაა და ფიზიკურად შეუძლებელია მისი გაბარირების კაცი სერიოზულ კონკურენციაში ჩაებას უმძიმეს წონაში და -109 კილოში თუ აქვს შანსი რომ დაიკლოს და ამ წონაში გამოვიდეს

00:44 | 09.11.2018
federer (17) (13763)

ამ ეტაპისათვის არაუშავს შედეგიაა და იმედია მოუმატებს

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.070322