ფეხბურთი

13:20 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დანი ალვეში პსჟ-ს უბრუნდება

„პარი სენ-ჟერმენის“ ვეტერანი მცველი, დანი ალვეში, დღეს, 31 ოქტომბერს, ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პირველად გამოჩნდა გუნდის საწვრთნელ ბაზაზე. 35 წლის ფეხბურთელმა საერთო ჯგუფში ივარჯიშა. - წერს L’Equipe.

ბოლოს, ალვეშმა 8 მაისს, საფრანგეთის თასის ფინალში ითამაშა და იმ მატჩში მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატიც გამოტოვა.

უახლოეს შეხვედრას პსჟ ფრანგულ ლიგა 1-ში 2 ნოემბერს ჩაატარებს, „ლილის“ წინააღმდეგ.

0.116133