ფეხბურთი

13:58 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კურტუას კონტესთან და მოურინიოსთან მუშაობა აღარ უნდა

მადრიდის „რეალში“ ანტონიო კონტეს ელოდებიან. იტალიელის გარდა, მედიაში გაიჟღერა ჟოზე მოურინიოს სახელმაც. ესპანური გამოცემა El Pais-ი კი იტყობინება, რომ ‘სამეფო კლუბის“ კიპერი ტიბო კურტუა ასეთ შემთხვევაში უკმაყოფილო იქნება.

კურტუა „რეალის“ ფეხბურთელებს შორის ერთადერთია, რომელსაც კონტესთანაც უმუშავია და მოურინიოსთანაც. გამოცემა ფეხბურთელის საუბარს აქვეყნებს თანაგუნდელებთან:

„არ შემიძლია დაჯერება. მე ერთადერთი ვარ, რომელმაც ორივესთან ვიმუშავე. ლონდონი ამიტომაც დავტოვე, რომ აღარ მსურდა მათი ნახვა ახლა კი, გამოდის, რომ ან კონტე მოვა, ან მოურინიო“, - წერს გამოცემა ბელგიელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ კურტუა თავის დროზე „ჩელსიში“ სწორედ მოურინიომ მიიწვია, ხოლო შემდეგ ანტონიო კონტეც გამუდმებით ენდობოდა. ჯერჯერობით, „სამეფო კლუბს“ ისევ ხულენ ლოპეტეგი წვრთნის, რომელიც „ელ კლასიკოსთვის“ ემზადება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112648