დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი პაკო ალკასერი საოცარ ფორმაშია. მიმდინარე სეზონში ესპანელმა 6 მატჩი ჩაატარა, 10 გოლი გაიტანა და მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია.
ბუნდესლიგაში 3 თამაშში, რომელშიც საერთო ჯამში 81 წუთი გაატარა მინდორზე, 6 გოლი გაიტანა და გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია. ჩემპიონთა ლიგაზე ერთ შეხვედრაში ერთხელ გამოიჩინა თავი, ხოლო ახლა სანაკრებო პაუზის დროსაც არ დაუგდია აღებული ტემპი: უელსთან დუბლი შეასრულა და ინგლისის ნაკრებსაც გაუტანა.
ალკასერის შედეგი კიდევ უფრო ფასეულია, რადგან რეალიზაციის 100%-იანი მაჩვენებელი აქვს - კარში ათჯერ დაარტყა და ათჯერვე გოლი გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ კატალონიის "ბარსელონამ" 25 წლის ფორვარდი გასულ ზაფხულს "დორტმუნდში" იჯარით გაუშა, ხოლო ახლა გერმანელები მის გამოსყიდვას აპირებენ.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация