ფეხბურთი

1:46 | 11.10.2018 | ნანახია 2212 - ჯერ

დეიან ლოვრენი: "ერთა ლიგა სასაცილო ტურნირია"

ერთა ლიგა ჯერ კიდევ პირველ ნაბიჯებს დგამს და ბუნებრივია ჯერ იმაზე საუბარი, გაამართლა თუ არა აღნიშნულმა ტურნირმა, ძნელია. თუმცა, რა თქმა უნდა, უკვე არსებობს აზრთა სხვადასხვაობა.

მაგალითად, ცოტა ხნის წინ იურგენ კლოპმა ერთა ლიგას უაზრობა უწოდა, ხოლო თანამემამულეს იოაჰიმ ლიოვმა უპასუხა და საპირისპირო თქვა.

თავის მხრივ, კლოპს ხორვატი შეგირდი დეიან ლოვრენი ეთანხმება, რომელიც სწორედ ერთა ლიგაზე სათამაშოდ ხორვატიის ნაკრებში ემზადება:

„ვეთანხმები კლოპს - ერთა ლიგა სასაცილო ტურნირია. ასეთ თამაშებს აზრი არ აქვს, ეს არაა ნამდვილი ტურნირი, რომელშიც გამარჯვებისთვის უნდა ითამაშო. შეგიძლიათ ერთა ლიგის მატჩები ისე მოიხსენიოთ, როგორც გენდომებათ, მაგრამ ფაქტია, ამხანაგური თამაშებია“, - თქვა ლოვრენმა.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის D ლიგის A ჯგუფს საქართველოს ნაკრები 6 ქულით ლიდერობს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სწორედ ამ ტურნირის მეშვეობით გაადვილდა...


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:31 | 11.10.2018
Buratino (3505)

ამას ისე გამოსდის, როგორც იმ ანდაზაშია: "კატა ვერ შესწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო"

11:42 | 11.10.2018
kakhaberry (2630)

0:6 რომ წააგებ, გაგეცინება აბა რა იქნება ))

08:07 | 11.10.2018
sabonis (9584)

რაც თქვენ ესპანელებმა დაგმართეს იმის მერე, რომ ერთა ლიგა აღარ მოგწონთ გასაგებია.დდ

0.126996