გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი თანამემამული იურგენ კლოპს პასუხობს და ამბობს, რომ ერთა ლიგა უაზრო ტურნირი არაა. როგორც „ბუნდესნაკრების“ დამრიგებელმა განაცხადა, ამხანაგური მატჩების ჩატარებას ერთა ლიგაზე თამაში სჯობს:
„ჩემთვის, როგორც ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის, ერთა ლიგა კარგი გამოგონებაა. ვინაიდან, ამ ტურნირში საუკეთესო გუნდების წინააღმდეგ ვთამაშოთ და ეს უკეთესია, ვიდრე ამხანაგური თამაშების ჩატარება პატარა ქვეყნის ნაკრებებთან.
მართალია, რომ ზოგიერთი კლუბის მწვრთნელებს არ მოსწონთ საერთაშორისო შესვენება. მაგალითად, „ლივერპულის“, „ბაიერნის“ ან „მანჩესტერ სიტის“ ბევრი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებებში მიდიან და მწვრთნელებს არ აქვთ საშუალება გუნდი სათანადოდ მოამზადონ“, - განაცხადა ლიოვმა.
შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპმა რამდენიმე დღის წინ ერთად ლიგას ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე უაზრო ტურნირი უწოდა.