ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯონ ტერიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ განცხადება 37 წლის მცველმა ინსტაგრამის გვერდიდან გააკეთა:
„23 საოცარი წლის შემდეგ გადავწყვიტე, რომ საფეხბურთო კარიერა დავასრულო“, - დაწერა ინგლისელმა.
ჯონ ტერიმ თითქმის მთელი კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა, რომლის რიგებშიც 1998-2017 წლებში 717 თამაშში მიიღო მონაწილეობა და 67 გოლი გაიტანა. კარიერის ბოლო სეზონი კი ბირმინგემის „ასტონ ვილაშ“ დაჰყო (36 მატჩი, 1 გოლი).
ინგლისის ეროვნულ ნაკრებში ჯონმა 2003-2012 წლებში 78 შეხვედრა ჩაატარა და 6-ჯერ დაამწუხრა მეტოქეები.
რაც შეეხება ტიტულებს, ხუთ-ხუთჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან მაგარი მცველი იყო ჯონი (ხანდახან თავდამსხმელიც
).

ორჯერ რომ არ დასცდენოდა ფეხი - მანჩესტერთან ჩემპიონთა ლიგის ფინალში და უეინ ბრიჯთან ძმობაში, კიდევ უფრო მაგარი იქნებოდა
რა კარგიც იყო ფეხბურთში იმ დონემდე ცუდი იყო ცხოვრებაში
ხუთ-ხუთჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა და მიტ....ნა სხვისი ცოლები.