სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

4:00 | 3.10.2018 | ნანახია 2183 - ჯერ

"რეალი" გოლის გარეშე, თამამი "აიაქსი" და "ბებერი ქალბატონის" გასეირნება "ახალგაზრდა ბიჭებთან" (+VIDEO)
ედინ ჯეკომ და პაულო დიბალამ ჰეთ-თრიქები გაიფორმეს. ცსკა-მ ჩემპიონი დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი სათამაშო დღე მოულოდნელობებით გამოირჩა. ჩემპიონი მოსკოვში დაეცა, „ბაიერნი“ „აიაქსს“ გადაურჩა, მანჩესტერში ლოგიკური უგოლო შეხვედრა შედგა, ხოლო "ბებერი ქალბატონი" "ახალგაზრდა ბიჭებს" ადვილად გაუმკლავდა და მშრალზე დატოვა.

E ჯგუფი

ამსტერდამის „აიაქსი“ წელს ძალიან მაგარი გუნდია. შეუძლებელია ფეხბურთი გიყვარდეს და არ მოგწონდეს ის, რასაც ერიკ ტენ ჰაგის გუნდი აჩვენებს. ჰოლანდიური გრანდი მიუნხენში, „ბაიერნთან“ განწირულის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ თურმე სპეციალისტები ჩქარობდნენ. „რეკორდმაისტერმა“, რომელსაც აქამდე ორი თამაში ვერ მოეგო მიჯრით, მალევე მოახერხა დაწინაურება. არიენ რობენის პასი მატს ჰუმელსმა შეირგო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. თითქოს, ყველაფერი ნათელი იყო - ფავორიტი „ბაიერნი“ დაწინაურდა და საქმის ბოლომდე მიყვანასაც შეძლებდა, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა „აიაქსი“, რომელიც მიუნხენში სამი ქულისთვის იყო ჩასული. გაშვებული გოლის შემდეგ ჰოლანდიელებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და თამაშის ბოლომდე არ გაუშვიათ. წონასწორობა კი მალევე, მარჯვენა მცველის, მაზრაუის წყალობით აღდგა, რომელიც შეტევაში ჩაერთო და ფორვარდივით გაისარჯა. ამის მერე ვინ მოთვლის „აიაქსს“ რამდენი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ხან შემტევი სცოდავნდნენ, ხანაც მანუელ ნოიერი იყო შეუდარებელი.განსაკუთრებით ორი მომენტი უნდა გამოვყოთ. ჯერ ვან დე ბეკიმ 3 მეტრიდან კარს ააცილა და დიდი ეჭვი გვაქვს, ახლაც ვერ აუხნია, როგორ მოახერხა ამის გაკეთება. მეორე კი, მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე, როცა ლასე შონემ 30 მეტრიდან ჯარიმა გაისროლა. ნოიერმა და ხარიხამ „აიაქსს“ სამი ქულა წაართვეს. იყო სხვა სახიფათო იერიშებიც და საპასუხოდ, „ბაიერნს“ ბევრი არაფერი შეუქმნია. უფანტაზიო ფეხბურთი და ქულითაც კმაყოფილი გუნდი. აფერუმ „აიაქსს“ - ფეხბურთი ითამაშა!

ამავე ჯგუფში ლისაბონის „ბენფიკამ“ უმძიმეს ბრძოლაში მოიგო. ათენში თამაში რთულია, თანაც აეკ-ი ჩემპიონთა ლიგაზე სახლში 2006 წლის შემდეგ პირველად თამაშობდა და მოტივირებული იყო. თავიდან, „არწივებმა“ მოინდომეს და ორი გოლით დაწინაურდნენ. მერე კი, კაცნაკლულნი დარჩნენ. აეკ-მა მოინდომა და მეორე ტაიმის შუაწელს უკვე მოახერხა გათანაბრება. თითქოს ბერძნებს გამარჯვებაზე უნდა გაეწიათ, მაგრამ პორტუგალიელთა კონტრშეტევა გამოეპარათ და აქეთ გაუშვეს.

შედეგად, აეკ-ი უქულოდაა ორი ტურის თავზე, „ბენფიკა“, „აიაქსი“ და „ბაიერნი“ კი პლეი-ოფისთვის შეებმებიან.

აეკ - „ბენფიკა“ 2:3 (0:2) VIDEO

ათენი, „ოლიმპიური სტადიონი“

მაყურებელი: 31 154

აეკ (4-2-3-1): ბარკასი; ბაკაკისი, ოიკონომუ (კოშიჩი 68), ჩიგრინსკი, ჰულტი; იალანოპულოსი, სიმოესი (გალო 79); ბაკასეტასი, კლონარიდისი, მანტალოსი; პონსე (იაკუმაკისი 60)

მწვრთნელი: მარინოს უზანიდისი

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ალმეიდა, რუბენ დიასი, კონტი, გრიმალდო; პიცი (სემედო 62), ფეისა, ფერნანდესი; სალვიო (ლემა 46), სეფეროვიჩი, რაფა სილვა (სერვი 84)

მწვრთნელი: რუი ვიტორია

გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (6), 0:2 გრიმალდო (15), 1:2 კლონარიდისი (53), 2:2 კლონარიდისი (63), 2:3 სემედო (74)

გაფრთხილება: პონსე (34), ბაკასეტასი (40) - დუბენ დიასი (8, 45), ალმეიდა (79), გრიმალდო (90)

გაძევება: რუბენ დიასი (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 9 (6) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი)

„ბაიერნი“ – „აიაქსი“ 1:1 (1:1) VIDEO

მიუნხენი, „ალიანც არენა“

მაყურებელი: 70 000

„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი (ზულე 90), ალაბა; მიულერი, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტაა; რობენი (ხამესი 62), ლევანდოვსკი, რიბერი (გნაბრი 75)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, დე ლიგტი, ვობერი, ტალიაფიკო; ვან დე ბეკი (დე ვიტი 75), შონე, ბლინდი; ზიეჩი, ტადიჩი, ნერეში (დოლბერგი 85)

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლები: 1:0 ჰუმელსი (4), 1:1 მაზრაუი (22)

გაფრთხილება: ხავი მარტინესი (40), ხამესი (78), გნაბრი (88) - ვან დე ბეეკი (21), ბლინდი (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 12 (7) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

F ჯგუფი

პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში დამაჯერებელია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ ასე არაა. პირველ ტურში მარცხის შემდეგ „ქალაქელებს“ დიდი ნერვიულობა მოუწიათ, რომ გამარჯვება მოეპოვებინათ. ზინსჰეიმში, ჩემპიონთა ლიგის მატჩი პირველად შედგა და სადებიუტო გოლამდე ლოდინი 43 წამი დასჭირდათ. „სიტის“ დაცვის ხაზი ჩავარდა და იშაკ ბელფოდილმა მშვენივრად ისარგებლა. გვარდიოლას ბიჭები უკვე ჩამორჩნენ და ნათელი იყო, რომ „ჰოფე“ ადვილად აღარაფერს დათმობდა. მიუხედავად იმისა, რომ სერხიო აგუერომ მალევე გაათანაბრა, „სიტი“ ახლოს იყო მორიგი ქულების დაკარგვასთან. თუმცა, 87-ე წუთზე გერმანელთა მცველი უხეშად შეცდა, დავიდ სილვამ ბურთი მოპარა და სამქულიანი მეკარე ბაუმანს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა. ამრიგად, „სიტიმ“ მძიმე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მიითვალა და ფერზე მოვიდა.

შეიძლება ითქვას, „ლიონმა“ ორი კვირის წინ „ეტიჰად სთედიუმზე“ მოპოვებული გამარჯვება წყალში ჩაყარა. ყოველშემთხვევაში ბრუნო ჟენეზიოს გეგმებში სახლში „შახტართან“ დაკარგული ქულები ნამდვილად არ შედიოდა. თუმცა, ფრანგები მადლობელნი უნდა იყვნენ, რომ საერთოდ უქულოდ არ დარჩნენ. მორაეშის დუბლით დონეცკელებმა ჩინებული ფორა მოიპოვეს, მაგრამ ორწუთიან ინტერვალში გაანიავეს. საბოლოოდ, 2:2, რომელიც ალბათ უფრო „მეშახტეთა“ წისქვილზე დაასხამს წყალს. სამწუხაროდ, არ უთამაშია დავით ხოჭოლავას, რომელმაც ბოლო დროს სასტარტოში ადგილი დაკარგა და ამჯერადაც, 90 წუთი თადარიგში გაატარა.

„ჰოფენჰაიმი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:2 (1:1) VIDEO

ზინსჰეიმი, „ვირსოლ არენა“

მაყურებელი: 24 851

„ჰოფენჰაიმი“ (3-4-2-1): ბაუმანი; აკპოგუმა, ჰუგმა, პოში; ბრენეტი, გრილიში (ბიტენკურტი 82), დემირბაი (ჰაკი 89), კადერაბეკი; ჟოელინტონი, ბელფოდილი; შალაი (კრამარიჩი 54)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, კომპანი, ოტამენდი (სტოუნსი 64), ლაპორტე; გუნდოგანი (ბერნრდო სილვა 68), ფერნანდინიო, დავიდ სილვა; სტერლინგი (მაჰრეზი 75), აგუერო, სანე

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 ბელფოდინი (1), 1:1 აგუერო (8), 1:2 დავიდ სილვა (87)

გაფრთხილება: დემირბაი (57) - ოტამენდი (12), ფერნანდინიო (36), უოლკერი (66)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 12 (6) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

„ლიონი“ – „შახტარი“ 2:2 (0:1) VIDEO

ლიონი, „პარკ ოლიმპიკი“

უმაყურებლოდ

„ლიონი“ (4-2-3-1): ლოპეში; დუბუა, მარსელო, დენაიერი, მენდი; ტუსარი, ნდომბელე (ჩეიკი 87); ტრაორე (დეპაი 63), ფეკირი, ოუარი; დემბელე (კორნე 81)

მწვრთნელი: ბრუნო ჟენეზიო

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; მატვიენკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი; სტეპანენკო, ბარბერანი; მარლოსი (ფერნანდო 90), ალან პატრიკი (კოვალენკო 75), ტაისონი; მორაეში (კაიოდე 83)

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

გოლები: 0:1 მორაეში (44), 0:2 მორაეში (55), 1:2 დემბელე (70), 2:2 დუბუა (72)

გაფრთხილება: ფეკირი (46)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (7) - 14 (7) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: ანდრის ტრეიმანისი (ლატვია)

G ჯგუფი

ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა - ზინედინ ზიდანისა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე „რეალი“ მაინც ძლიერია, მაგრამ არა ისეთი, როგორც მათთან ერთად. ეს ნათელია და სეზონის დასწყისში ასე მოსჩანს. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ხულენ ლოპეტეგის ცსკა-სთან სტუმრობა ძალზე სერიოზული საკადრო პრობლემებით მოუწია. სერხიო რამოსი, გარეთ ბეილი, ისკო და მარსელო ამჟამინდელი „რეალისთვის“ შეუცვლელი ფიგურები არიან. ამის ფონზე კიდევ უფრო უცნაური იყო ის, რომ ლუკა მოდრიჩი თავად ლოპეტეგიმ გაამწესა სკამზე. როგორც ჩანს, ესპანელი ადვილ გასეირნებას ელოდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ საქმე სხვაგვარად იყო. მეორე წუთზე ტონი კროოსმა საშინლად ითამაშა და ვლაშიჩი რაფაელ ვარანს შეატოვა. რუსთა შემტევმა კი, ფრანგი დაჯაბნა და ანგარიში გახსნა. „რეალს“ 88 წუთი ჰქონდა ყველაფრის შესაცვლელად, მაგრამ რად გინდა, საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა, თუმცა კაზემიროს და ბენზემას ძელებმა შეუშალეს ხელი. და მაინც, ეს ზღვაში წვეთია, როდესაც „რეალი“ გქვია. ფაქტია, ლოპეტეგის გუნდს პრობლემები აქვს და ლა ლიგასაც თუ მივიღებთ სათვალავში, უკვე ზედიზედ მესამე უგოლო შეხვედრა ჩაატარა (ერთი ფრე, ორი წაგება). „ბლანკოსს“ რთული პერიოდი უდგას და ფლორენტინო პერესის ამბავს თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ იქნება ლოპეტეგის შემცვლელის ძიება უკვე დაწყებული რომ ჰქონდეს.

„რომა“ რომ ფერზე მოვიდა, შაბათს, დერბში გამარჯვებამაც ცხადჰყო. ეუსებიო დი ფრანჩესკო გუნდმა ჩეხეთის ჩემპიონი „პლზენი“ მიიღო და ვერ გამოდგა მაინც და მაინც სტუმართმოყვარე მასპინძელი - 5:0. ედინ ჯეკოს ჰქონდა ბენეფისი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბურთი სახსოვრად სახლშიც წაიღო. გაიტანა ჯასტინ კლუივერტმაც და ისტორიაში შევიდა, რადგან „რომას“ რიგებში მასზე ახალგაზრდულ ასაკში ლიგაზე არავის გაუტანია.

ორი ტურის თავზე პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: ჯგუფში, სადაც „რეალი“ და „რომაა“, ერთპიროვნული ლიდერი მოსკოვის ცსკა გახლავთ...

ცსკა - „რეალი“ 1:0 (1:0) VIDEO

მოსკოვი, „ლუჟნიკი“

მაყურებელი: 71 811

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; ფერნანდესი, ბეკაო, ჩერნოვი, ნაბაბკინი; ბიოლი, ახმეტოვი; ვლაშიჩი, ძაგოევი (ეფრემოვი 65), ობლიაკოვი (კირნაცი 90); ჩალოვი (სიგურდსონი 78)

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

„რეალი“ (4-3-3): ნავასი; კარვახალი (ოდრიოზოლა 43), ვარანი, ნაჩო, რეგელიონი; კროოსი, კაზემირო (მოდრიჩი 58), სებალიოსი; ვასკესი (მარიანო დიასი 58), ბენზემა, ასენსიო

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

გოლი: 1:0 ვლაშიჩი (2)

გაფრთხილება: ბიოლი (66), ობლიაკოვი (90), აკინფეევი (90, 90)

გაძევება: აკინფეევი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 21 (3) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ოვიდიუ ჯატეგანი (რუმინეთი)

„რომა“ – „პლზენი“ 5:0 (2:0) VIDEO

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 41 243

„რომა“ (4-4-1-1): ოლსენი; ფლორენცი, ფაციო, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი (ლუკ. პელეგრინი 74); ჯენგიზ იუნდერი (ძანიოლო 74), ნზონზი, კრისტანტე, კლუივერტი; ლორ. პელეგრინი (შიკი 74); ჯეკო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

„პლზენი“ (4-2-3-1): კოზაჩიკი; რეჟნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; პროჩაჟკა, ჰროვოსკი; ზემანი (ეკპაი 71), ჰორავა (კოლარი 64), კოვარიკი; კრმენჩიკი (რეჟნიჩეკი 78)

მწვრთნელი: პაველ ვრბა

გოლები: 1:0 ჯეკო (3), 2:0 ჯეკო (40), 3:0 ჯენგიზ იუნდერი (64), 4:0 კლუივერტი (73), 5:0 ჯეკო (90)

გაფრთხილება: შიკი (88) - ჰეიდა (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (13) – 4 (1) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: პაველ რაშკოვსკი (პოლონეთი)

H ჯგუფი

ჟოზე მოურინიოს კარიერაში ალბათ უმძიმესი პერიოდია. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი უკვე გუნდს აღარ ჰგავს. მორიგი წარუმატებელი და უფერული მატჩის სანახავად „ოლდ ტრაფორდზე“ 70 ათას ადამიანზე მეტი მივიდა, მაგრამ ვერაფერი ნახეს. ვერაფერი ნახეს არამარტო საყვარელი გუნდისგან, არამედ მეტოქისგანაც. „იუნაიტედი“ და „ვალენსია“ მეტად უსუსურად გამოიყურებოდნენ და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ 90 წუთი უგოლოდ გაილია. ალბათ ეს ამ სათამაშო დღის ყველაზე ლოგიკური ანგარიში იყო....

ამასობაში „იუვენტუსმა“ „იანგ ბოიზს“ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე უმასპინძლა და ისე მოუგო, ოფლიც არ გადმოვარდნია. არ იყო კრიშტიანუ, მაგრამ იყო პაულო დიბალა, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა. არგენტინელი „იუვეს“ ისტორიაში ალესანდრო დელ პიეროს, ფილიპო ინძაგისა და არტურო ვიდალის შემდეგ მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. საბოლოოდ, 3:0, მაგრამ ერთი ამდენის გატანაც თავისუფლად შეეძლოთ ტურინელებს. თუმცა, გარემოება მეტს არც მოითხოვდა და „ბებერი ქალბატონი“ "ახალგაზრდა ბიჭებს" ადვილად გაუმკლავდა. შედეგად, „იუვე“ ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა, ხოლო კვალში „მანჩესტერი“ უდგას 4 ქულით. სწორედ მათ შორის გაიმართება შემდეგი ტური „ოლდ ტრაფორდზე“ და წესით კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ვალენსია“ 0:0 (0:0) VIDEO

მანჩესტერი, „ოლდ ტრაფორდი“

მაყურებელი: 73 569

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-3-3): დე ხეა; ვალენსია, ბაი, სმოლინგი, შოუ; ფელაინი, მატიჩ, პოგბა; სანჩესი (მარსიალი 76), ლუკაკუ, რაშფორდი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

„ვალენსია“ (4-4-2): ნეტო; პიჩინი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია; კოკელნი (სოლერი 78), პარეხო, კონდოგბია, გედეში (ჩერიშევი 82); როდრიგო, ბატშუაი (გამეირო 73)

მწვრთნელი: მარსელინო ტორალი

გაფრთხილება: ლუკაკუ (86) - კოკელნი (21), როდრიგო (32), პარეხო (45), პიჩინი (85), გაია (87), კონდოგბია (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 6 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

„იუვენტუსი“ – „იანგ ბოიზი“ 3:0 (2:0) VIDEO

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 961

„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; ბარძალი, ბონუჩი, ბენატია; კუადრადო, პიანიჩი (ხედირა 70), მატუიდი (ემრე ჯანი 46), ალექს სანდრო; ბერნარდესკი; დიბალა, მანჯუკიჩი (კინი 78)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„იანგ ბოიზი“ (4-5-1): ვონ ბალმუსი; შიკი, კამარა, ვონ ბერგენი, ბენიტო; ფასნახტი (ასალე 71), სოუ, სანოგო (ლაუპერი 46), ბერტონე, სულეიმანი (ნგამალეუ 71); ოარო

მწვრთნელი: გერარდო სეოანე

გოლები: 1:0 დიბალა (5), 2:0 დიბალა (33), 3:0 დიბალა (69)

გაფრთხილება: ბერტონე (24), სანოგო (41), კამარა (75, 79)

გაძევება: კამარა (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 5 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

Loading...

კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:51 | 03.10.2018
O. Mertskhali (3331)

კიდევ, ერთი რაც მომწონს, რეალიდან რონალდოს წასვლასთან დაკავშირებით, ისაა, რომ რეალს ჩამოშორდა რონალდოს 'სვეცკი' ფანობა და იმედი მაქვს, დავისვენებ ამ მხრივ და რეალის თამაშთან დაკავშირებით, უფრო ჯანსაღ ანალიზს მოვისმენ ხოლმე (მათ შორის, ჟურნალისტების მხრიდანაც) ) თუმცა, რეალის ყოველ წაგებაზე, რონალდოს შეხსენება, ალბათ გამოწერილი გვაქვს DDDDD

14:40 | 03.10.2018
O. Mertskhali (3331)

მეცინება იმაზე, რომ ხალხი ცსკასთან წაგებასაც რონალდოს წასვლას აბრალებს DDDDDD
გუშინ ნახევარი გუნდი (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) არ ჰყავდა რეალს..
ანუ, ზოგიერთის ლოგიკით: რონალდოსთან ერთად, რეალი ლიგას ლიგაზე იგებდა, ხოლო რონალდოს გარეშე ცსკა-საც ვეღარ ამარცხებს DDDD

14:35 | 03.10.2018
O. Mertskhali (3331)

ლოპეტეგი არ იყო მოსაგებად ჩსული რუსეთში და ეს თავიდანვე ჩანდა: ჯერ იყო და აქო და ადიდა ცსკა, მაგარ ფორმაშიაო (საიდან დაასკვნა, ვერ გავიგე) და მერე ამხელა დანაკლისის ფონზე, მოდრიჩიც სკამზე დატოვა.. მოკლედ, რაღაც ფარცაგობა იკისრა ლოპემ.. რეალურად, არაფერი ტრაგიკული არ მომხდარა და რეალი იოლად გავა ამ ჯგუფიდან, რა თქმა უნდა

13:58 | 03.10.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

აიაქსს უნდა მოეგო გუშინ

12:59 | 03.10.2018
»Sport for pleasure❤️ (1066)

გუშინდელ თამაშებში შეიძლებოდა მოგებული გამოსვლა, მარა სამწუხაროდ ისევ უყურადღებობა და გაფანტულობა x-x

12:20 | 03.10.2018
saamtrediel (367)

ინტუიციამ გადამარჩინა, - ბაიერნი და რეალი ბილეთში არ შევიყვანე.

11:48 | 03.10.2018
FC.BAYERN+GERMANY (9648)

რუსული ყ .. ე გუნდი რო მოგიგებს რაო ყ ..თა გუნდი ვეღარ დაგვეხმარაო მსაჯიო დრო აღარ იყოო ? აკინფეევის გაგდება დაგვინებულად მოუვიდაოო ? ს@@#რთა კამანდა

01:23 | 04.10.2018
despe (3467)

კაი ძმა, მაშინ ამით დატკბი https://www.youtube.com/watch?v=MRFFgvkFm3Q .

11:46 | 03.10.2018
FC.BAYERN+GERMANY (9648)

despe
როდის დაიჯერებდი ძმა შაქირის ან კაშაის რო ემსაჯა ცეეკასთან გუშინდელი მტჩი და ძალით მოგონილი გოლებით რო მოეგო რეალს ? ლოლზ

10:28 | 03.10.2018
temo11 (1570)

იუვე ძალიან გაძლიერდა

09:28 | 03.10.2018
grande roma (542)

chemi daundobeli bichebi 5:0 ki ara rom ara msajis cudi msajoba 2 penalti da 4 goli kide unda gaetanaa

09:06 | 03.10.2018
sbadris (31)

სებალიოსმა აიწყვიტა ყველაზე მეტად... ეს კრეტინი ამტკიცებდა რონალდუს გარეშე უფრო მაგრები გავხდითო)))

08:53 | 03.10.2018
zviadi-shxefi (3285)

ეს არის იტალიის ბედოვლათი ნაკრების დამარცხებით სუპერმწვრთნელად შერაცხული ლოპეტეგის სახე. რონალდოს წასვლის მერე სუპერვრსკლავის გარეშე მოინდომეს წარმატება. აზარი ან მბაპე უნდა ეყიდათ (უფრო ორივე), ახლა კი იბრძოლონ ლიგის მეოთხე საგზურისთვის

06:10 | 03.10.2018
despe (3467)

არ მჯერა ეგ ცეესკას გოლი და მთლიანად მატჩჩი.

05:31 | 03.10.2018
lashamax (858)

ფაქტია, რონალდოს წასვლის შემდეგ რეალი მაგრა ათამაშდა.
ბეილი გოლს გოლზე იტანს

09:19 | 03.10.2018
sabonis (8771)

ბეილი ყავდა გუშინ?

სტატისტიკა
0.221796