სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

4:00 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალი" გოლის გარეშე, თამამი "აიაქსი" და "ბებერი ქალბატონის" გასეირნება "ახალგაზრდა ბიჭებთან" (+VIDEO)
ედინ ჯეკომ და პაულო დიბალამ ჰეთ-თრიქები გაიფორმეს. ცსკა-მ ჩემპიონი დაამარცხა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის პირველი სათამაშო დღე მოულოდნელობებით გამოირჩა. ჩემპიონი მოსკოვში დაეცა, „ბაიერნი“ „აიაქსს“ გადაურჩა, მანჩესტერში ლოგიკური უგოლო შეხვედრა შედგა, ხოლო "ბებერი ქალბატონი" "ახალგაზრდა ბიჭებს" ადვილად გაუმკლავდა და მშრალზე დატოვა.

E ჯგუფი

ამსტერდამის „აიაქსი“ წელს ძალიან მაგარი გუნდია. შეუძლებელია ფეხბურთი გიყვარდეს და არ მოგწონდეს ის, რასაც ერიკ ტენ ჰაგის გუნდი აჩვენებს. ჰოლანდიური გრანდი მიუნხენში, „ბაიერნთან“ განწირულის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ თურმე სპეციალისტები ჩქარობდნენ. „რეკორდმაისტერმა“, რომელსაც აქამდე ორი თამაში ვერ მოეგო მიჯრით, მალევე მოახერხა დაწინაურება. არიენ რობენის პასი მატს ჰუმელსმა შეირგო და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. თითქოს, ყველაფერი ნათელი იყო - ფავორიტი „ბაიერნი“ დაწინაურდა და საქმის ბოლომდე მიყვანასაც შეძლებდა, მაგრამ სხვაგვარად ფიქრობდა „აიაქსი“, რომელიც მიუნხენში სამი ქულისთვის იყო ჩასული. გაშვებული გოლის შემდეგ ჰოლანდიელებმა უპირატესობა ხელთ იგდეს და თამაშის ბოლომდე არ გაუშვიათ. წონასწორობა კი მალევე, მარჯვენა მცველის, მაზრაუის წყალობით აღდგა, რომელიც შეტევაში ჩაერთო და ფორვარდივით გაისარჯა. ამის მერე ვინ მოთვლის „აიაქსს“ რამდენი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ხან შემტევი სცოდავნდნენ, ხანაც მანუელ ნოიერი იყო შეუდარებელი.განსაკუთრებით ორი მომენტი უნდა გამოვყოთ. ჯერ ვან დე ბეკიმ 3 მეტრიდან კარს ააცილა და დიდი ეჭვი გვაქვს, ახლაც ვერ აუხნია, როგორ მოახერხა ამის გაკეთება. მეორე კი, მსაჯის მესამე დამატებულ წუთზე, როცა ლასე შონემ 30 მეტრიდან ჯარიმა გაისროლა. ნოიერმა და ხარიხამ „აიაქსს“ სამი ქულა წაართვეს. იყო სხვა სახიფათო იერიშებიც და საპასუხოდ, „ბაიერნს“ ბევრი არაფერი შეუქმნია. უფანტაზიო ფეხბურთი და ქულითაც კმაყოფილი გუნდი. აფერუმ „აიაქსს“ - ფეხბურთი ითამაშა!

ამავე ჯგუფში ლისაბონის „ბენფიკამ“ უმძიმეს ბრძოლაში მოიგო. ათენში თამაში რთულია, თანაც აეკ-ი ჩემპიონთა ლიგაზე სახლში 2006 წლის შემდეგ პირველად თამაშობდა და მოტივირებული იყო. თავიდან, „არწივებმა“ მოინდომეს და ორი გოლით დაწინაურდნენ. მერე კი, კაცნაკლულნი დარჩნენ. აეკ-მა მოინდომა და მეორე ტაიმის შუაწელს უკვე მოახერხა გათანაბრება. თითქოს ბერძნებს გამარჯვებაზე უნდა გაეწიათ, მაგრამ პორტუგალიელთა კონტრშეტევა გამოეპარათ და აქეთ გაუშვეს.

შედეგად, აეკ-ი უქულოდაა ორი ტურის თავზე, „ბენფიკა“, „აიაქსი“ და „ბაიერნი“ კი პლეი-ოფისთვის შეებმებიან.

აეკ - „ბენფიკა“ 2:3 (0:2) VIDEO

ათენი, „ოლიმპიური სტადიონი“

მაყურებელი: 31 154

აეკ (4-2-3-1): ბარკასი; ბაკაკისი, ოიკონომუ (კოშიჩი 68), ჩიგრინსკი, ჰულტი; იალანოპულოსი, სიმოესი (გალო 79); ბაკასეტასი, კლონარიდისი, მანტალოსი; პონსე (იაკუმაკისი 60)

მწვრთნელი: მარინოს უზანიდისი

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ალმეიდა, რუბენ დიასი, კონტი, გრიმალდო; პიცი (სემედო 62), ფეისა, ფერნანდესი; სალვიო (ლემა 46), სეფეროვიჩი, რაფა სილვა (სერვი 84)

მწვრთნელი: რუი ვიტორია

გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (6), 0:2 გრიმალდო (15), 1:2 კლონარიდისი (53), 2:2 კლონარიდისი (63), 2:3 სემედო (74)

გაფრთხილება: პონსე (34), ბაკასეტასი (40) - დუბენ დიასი (8, 45), ალმეიდა (79), გრიმალდო (90)

გაძევება: რუბენ დიასი (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 9 (6) ბურთის ფლობა: 60%-40% კუთხურები: 8:4 თამაშგარე: 6:0

მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი)

„ბაიერნი“ – „აიაქსი“ 1:1 (1:1) VIDEO

მიუნხენი, „ალიანც არენა“

მაყურებელი: 70 000

„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი (ზულე 90), ალაბა; მიულერი, ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტაა; რობენი (ხამესი 62), ლევანდოვსკი, რიბერი (გნაბრი 75)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, დე ლიგტი, ვობერი, ტალიაფიკო; ვან დე ბეკი (დე ვიტი 75), შონე, ბლინდი; ზიეჩი, ტადიჩი, ნერეში (დოლბერგი 85)

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

გოლები: 1:0 ჰუმელსი (4), 1:1 მაზრაუი (22)

გაფრთხილება: ხავი მარტინესი (40), ხამესი (78), გნაბრი (88) - ვან დე ბეეკი (21), ბლინდი (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (4) – 12 (7) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 9:2 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)

F ჯგუფი

პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტი“ პრემიერლიგაში დამაჯერებელია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ჯერ ასე არაა. პირველ ტურში მარცხის შემდეგ „ქალაქელებს“ დიდი ნერვიულობა მოუწიათ, რომ გამარჯვება მოეპოვებინათ. ზინსჰეიმში, ჩემპიონთა ლიგის მატჩი პირველად შედგა და სადებიუტო გოლამდე ლოდინი 43 წამი დასჭირდათ. „სიტის“ დაცვის ხაზი ჩავარდა და იშაკ ბელფოდილმა მშვენივრად ისარგებლა. გვარდიოლას ბიჭები უკვე ჩამორჩნენ და ნათელი იყო, რომ „ჰოფე“ ადვილად აღარაფერს დათმობდა. მიუხედავად იმისა, რომ სერხიო აგუერომ მალევე გაათანაბრა, „სიტი“ ახლოს იყო მორიგი ქულების დაკარგვასთან. თუმცა, 87-ე წუთზე გერმანელთა მცველი უხეშად შეცდა, დავიდ სილვამ ბურთი მოპარა და სამქულიანი მეკარე ბაუმანს მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა. ამრიგად, „სიტიმ“ მძიმე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მიითვალა და ფერზე მოვიდა.

შეიძლება ითქვას, „ლიონმა“ ორი კვირის წინ „ეტიჰად სთედიუმზე“ მოპოვებული გამარჯვება წყალში ჩაყარა. ყოველშემთხვევაში ბრუნო ჟენეზიოს გეგმებში სახლში „შახტართან“ დაკარგული ქულები ნამდვილად არ შედიოდა. თუმცა, ფრანგები მადლობელნი უნდა იყვნენ, რომ საერთოდ უქულოდ არ დარჩნენ. მორაეშის დუბლით დონეცკელებმა ჩინებული ფორა მოიპოვეს, მაგრამ ორწუთიან ინტერვალში გაანიავეს. საბოლოოდ, 2:2, რომელიც ალბათ უფრო „მეშახტეთა“ წისქვილზე დაასხამს წყალს. სამწუხაროდ, არ უთამაშია დავით ხოჭოლავას, რომელმაც ბოლო დროს სასტარტოში ადგილი დაკარგა და ამჯერადაც, 90 წუთი თადარიგში გაატარა.

„ჰოფენჰაიმი“ – „მანჩესტერ სიტი“ 1:2 (1:1) VIDEO

ზინსჰეიმი, „ვირსოლ არენა“

მაყურებელი: 24 851

„ჰოფენჰაიმი“ (3-4-2-1): ბაუმანი; აკპოგუმა, ჰუგმა, პოში; ბრენეტი, გრილიში (ბიტენკურტი 82), დემირბაი (ჰაკი 89), კადერაბეკი; ჟოელინტონი, ბელფოდილი; შალაი (კრამარიჩი 54)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; უოლკერი, კომპანი, ოტამენდი (სტოუნსი 64), ლაპორტე; გუნდოგანი (ბერნრდო სილვა 68), ფერნანდინიო, დავიდ სილვა; სტერლინგი (მაჰრეზი 75), აგუერო, სანე

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 1:0 ბელფოდინი (1), 1:1 აგუერო (8), 1:2 დავიდ სილვა (87)

გაფრთხილება: დემირბაი (57) - ოტამენდი (12), ფერნანდინიო (36), უოლკერი (66)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (2) – 12 (6) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია)

„ლიონი“ – „შახტარი“ 2:2 (0:1) VIDEO

ლიონი, „პარკ ოლიმპიკი“

უმაყურებლოდ

„ლიონი“ (4-2-3-1): ლოპეში; დუბუა, მარსელო, დენაიერი, მენდი; ტუსარი, ნდომბელე (ჩეიკი 87); ტრაორე (დეპაი 63), ფეკირი, ოუარი; დემბელე (კორნე 81)

მწვრთნელი: ბრუნო ჟენეზიო

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; მატვიენკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი; სტეპანენკო, ბარბერანი; მარლოსი (ფერნანდო 90), ალან პატრიკი (კოვალენკო 75), ტაისონი; მორაეში (კაიოდე 83)

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

გოლები: 0:1 მორაეში (44), 0:2 მორაეში (55), 1:2 დემბელე (70), 2:2 დუბუა (72)

გაფრთხილება: ფეკირი (46)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 14 (7) - 14 (7) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 7:1

მსაჯი: ანდრის ტრეიმანისი (ლატვია)

G ჯგუფი

ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგა - ზინედინ ზიდანისა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე „რეალი“ მაინც ძლიერია, მაგრამ არა ისეთი, როგორც მათთან ერთად. ეს ნათელია და სეზონის დასწყისში ასე მოსჩანს. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ხულენ ლოპეტეგის ცსკა-სთან სტუმრობა ძალზე სერიოზული საკადრო პრობლემებით მოუწია. სერხიო რამოსი, გარეთ ბეილი, ისკო და მარსელო ამჟამინდელი „რეალისთვის“ შეუცვლელი ფიგურები არიან. ამის ფონზე კიდევ უფრო უცნაური იყო ის, რომ ლუკა მოდრიჩი თავად ლოპეტეგიმ გაამწესა სკამზე. როგორც ჩანს, ესპანელი ადვილ გასეირნებას ელოდა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ საქმე სხვაგვარად იყო. მეორე წუთზე ტონი კროოსმა საშინლად ითამაშა და ვლაშიჩი რაფაელ ვარანს შეატოვა. რუსთა შემტევმა კი, ფრანგი დაჯაბნა და ანგარიში გახსნა. „რეალს“ 88 წუთი ჰქონდა ყველაფრის შესაცვლელად, მაგრამ რად გინდა, საგოლე მომენტების შექმნა ძალიან უჭირდა, თუმცა კაზემიროს და ბენზემას ძელებმა შეუშალეს ხელი. და მაინც, ეს ზღვაში წვეთია, როდესაც „რეალი“ გქვია. ფაქტია, ლოპეტეგის გუნდს პრობლემები აქვს და ლა ლიგასაც თუ მივიღებთ სათვალავში, უკვე ზედიზედ მესამე უგოლო შეხვედრა ჩაატარა (ერთი ფრე, ორი წაგება). „ბლანკოსს“ რთული პერიოდი უდგას და ფლორენტინო პერესის ამბავს თუ გავითვალისწინებთ, გასაკვირი არ იქნება ლოპეტეგის შემცვლელის ძიება უკვე დაწყებული რომ ჰქონდეს.

„რომა“ რომ ფერზე მოვიდა, შაბათს, დერბში გამარჯვებამაც ცხადჰყო. ეუსებიო დი ფრანჩესკო გუნდმა ჩეხეთის ჩემპიონი „პლზენი“ მიიღო და ვერ გამოდგა მაინც და მაინც სტუმართმოყვარე მასპინძელი - 5:0. ედინ ჯეკოს ჰქონდა ბენეფისი, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბურთი სახსოვრად სახლშიც წაიღო. გაიტანა ჯასტინ კლუივერტმაც და ისტორიაში შევიდა, რადგან „რომას“ რიგებში მასზე ახალგაზრდულ ასაკში ლიგაზე არავის გაუტანია.

ორი ტურის თავზე პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა: ჯგუფში, სადაც „რეალი“ და „რომაა“, ერთპიროვნული ლიდერი მოსკოვის ცსკა გახლავთ...

ცსკა - „რეალი“ 1:0 (1:0) VIDEO

მოსკოვი, „ლუჟნიკი“

მაყურებელი: 71 811

ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; ფერნანდესი, ბეკაო, ჩერნოვი, ნაბაბკინი; ბიოლი, ახმეტოვი; ვლაშიჩი, ძაგოევი (ეფრემოვი 65), ობლიაკოვი (კირნაცი 90); ჩალოვი (სიგურდსონი 78)

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

„რეალი“ (4-3-3): ნავასი; კარვახალი (ოდრიოზოლა 43), ვარანი, ნაჩო, რეგელიონი; კროოსი, კაზემირო (მოდრიჩი 58), სებალიოსი; ვასკესი (მარიანო დიასი 58), ბენზემა, ასენსიო

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

გოლი: 1:0 ვლაშიჩი (2)

გაფრთხილება: ბიოლი (66), ობლიაკოვი (90), აკინფეევი (90, 90)

გაძევება: აკინფეევი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 21 (3) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ოვიდიუ ჯატეგანი (რუმინეთი)

„რომა“ – „პლზენი“ 5:0 (2:0) VIDEO

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 41 243

„რომა“ (4-4-1-1): ოლსენი; ფლორენცი, ფაციო, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი (ლუკ. პელეგრინი 74); ჯენგიზ იუნდერი (ძანიოლო 74), ნზონზი, კრისტანტე, კლუივერტი; ლორ. პელეგრინი (შიკი 74); ჯეკო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

„პლზენი“ (4-2-3-1): კოზაჩიკი; რეჟნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; პროჩაჟკა, ჰროვოსკი; ზემანი (ეკპაი 71), ჰორავა (კოლარი 64), კოვარიკი; კრმენჩიკი (რეჟნიჩეკი 78)

მწვრთნელი: პაველ ვრბა

გოლები: 1:0 ჯეკო (3), 2:0 ჯეკო (40), 3:0 ჯენგიზ იუნდერი (64), 4:0 კლუივერტი (73), 5:0 ჯეკო (90)

გაფრთხილება: შიკი (88) - ჰეიდა (51)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 18 (13) – 4 (1) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: პაველ რაშკოვსკი (პოლონეთი)

H ჯგუფი

ჟოზე მოურინიოს კარიერაში ალბათ უმძიმესი პერიოდია. „მანჩესტერ იუნაიტედი“ კი უკვე გუნდს აღარ ჰგავს. მორიგი წარუმატებელი და უფერული მატჩის სანახავად „ოლდ ტრაფორდზე“ 70 ათას ადამიანზე მეტი მივიდა, მაგრამ ვერაფერი ნახეს. ვერაფერი ნახეს არამარტო საყვარელი გუნდისგან, არამედ მეტოქისგანაც. „იუნაიტედი“ და „ვალენსია“ მეტად უსუსურად გამოიყურებოდნენ და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ 90 წუთი უგოლოდ გაილია. ალბათ ეს ამ სათამაშო დღის ყველაზე ლოგიკური ანგარიში იყო....

ამასობაში „იუვენტუსმა“ „იანგ ბოიზს“ კრიშტიანუ რონალდუს გარეშე უმასპინძლა და ისე მოუგო, ოფლიც არ გადმოვარდნია. არ იყო კრიშტიანუ, მაგრამ იყო პაულო დიბალა, რომელმაც ჰეთ-თრიქი გაიფორმა. არგენტინელი „იუვეს“ ისტორიაში ალესანდრო დელ პიეროს, ფილიპო ინძაგისა და არტურო ვიდალის შემდეგ მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ჰეთ-თრიქი შეასრულა. საბოლოოდ, 3:0, მაგრამ ერთი ამდენის გატანაც თავისუფლად შეეძლოთ ტურინელებს. თუმცა, გარემოება მეტს არც მოითხოვდა და „ბებერი ქალბატონი“ "ახალგაზრდა ბიჭებს" ადვილად გაუმკლავდა. შედეგად, „იუვე“ ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა, ხოლო კვალში „მანჩესტერი“ უდგას 4 ქულით. სწორედ მათ შორის გაიმართება შემდეგი ტური „ოლდ ტრაფორდზე“ და წესით კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ვალენსია“ 0:0 (0:0) VIDEO

მანჩესტერი, „ოლდ ტრაფორდი“

მაყურებელი: 73 569

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-3-3): დე ხეა; ვალენსია, ბაი, სმოლინგი, შოუ; ფელაინი, მატიჩ, პოგბა; სანჩესი (მარსიალი 76), ლუკაკუ, რაშფორდი

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

„ვალენსია“ (4-4-2): ნეტო; პიჩინი, გარაი, გაბრიელ პაულისტა, გაია; კოკელნი (სოლერი 78), პარეხო, კონდოგბია, გედეში (ჩერიშევი 82); როდრიგო, ბატშუაი (გამეირო 73)

მწვრთნელი: მარსელინო ტორალი

გაფრთხილება: ლუკაკუ (86) - კოკელნი (21), როდრიგო (32), პარეხო (45), პიჩინი (85), გაია (87), კონდოგბია (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (4) – 6 (1) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 11:1 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

„იუვენტუსი“ – „იანგ ბოიზი“ 3:0 (2:0) VIDEO

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 961

„იუვენტუსი“ (3-4-1-2): შჩესნი; ბარძალი, ბონუჩი, ბენატია; კუადრადო, პიანიჩი (ხედირა 70), მატუიდი (ემრე ჯანი 46), ალექს სანდრო; ბერნარდესკი; დიბალა, მანჯუკიჩი (კინი 78)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„იანგ ბოიზი“ (4-5-1): ვონ ბალმუსი; შიკი, კამარა, ვონ ბერგენი, ბენიტო; ფასნახტი (ასალე 71), სოუ, სანოგო (ლაუპერი 46), ბერტონე, სულეიმანი (ნგამალეუ 71); ოარო

მწვრთნელი: გერარდო სეოანე

გოლები: 1:0 დიბალა (5), 2:0 დიბალა (33), 3:0 დიბალა (69)

გაფრთხილება: ბერტონე (24), სანოგო (41), კამარა (75, 79)

გაძევება: კამარა (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (7) – 5 (1) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: სერგეი კარასევი (რუსეთი)

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.110934
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X