ძიუდო

16:21 | 28.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

საუკეთესო შედეგი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ასპარეზობა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგია. გუნდს ასეთივე შედეგი მხოლოდ 2007 წლის მსოფლიო პირველობაზე ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ შეჯიბრზე ოქროს მედალი გურამ თუშიშვილმა (+100 კგ.) მოიპოვა, ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ.) ვერცხლი ერგო, ამირან პაპინაშვილმა (60 კგ.) კი ბრინჯაო დაისაკუთრა.

თუშიშვილისთვის ეს მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული პირველი მედალია. აქამდე, მას 2017 წელს ევროპის ჩემპიონატის ოქრო ჰქონდა აღებული. შედეგად, გურამი ქართული ძიუდოს ისტორიაში მეექვსე ძიუდისტი გახდა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ფლობს:

თემურ ხუბულური – 1979, 1981

ამირან ტოტიკაშვილი – 1989

კობა კურტანიძე – 1989

ირაკლი ცირეკიძე – 2007

ავთანდილ ჭრიკიშვილი – 2014

გურამ თუშიშვილი – 2018

აღნიშნულ ამბავს საქართველოს ძიუდოს კავშირის პრესსამსახური გვახსენებს, რომელსაც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქართველი ძიუდოისტების მიერ მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული მედლებიც აქვს ჩამოწერილი.

1991 – 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

1993 – 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

1995 – 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

1997 – 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

1999 – 2 ბრინჯაო

2001 – 1 ვერცხლი

2003 – 1 ვერცხლი

2005 – 1 ბრინჯაო

2007 – 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

2011 – 1 ბრინჯაო

2013 – 2 ვერცხლი

2014 – 1 ოქრო, 2 ბრინჯაო

2015 – 2 ბრინჯაო

2017 – 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

2018 – 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო

0.115724