ლონდონის „ჩელსის“ მფლობელი რომან აბრამოვიჩი მზადაა კლუბის სამი მილიარდ ფუნტი სტერლინგად გაყიდოს, აღნიშნულ ინფორმაციას Bmloomber.com-ი ავრცელებს.
რამდენიმე თვის წინ ბრიტანელმა მილიარდელმა ჯიმ რატკლიფმა აბრამოვიჩს „ჩელსის“ სანაცვლოდ 2.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგი შესთავაზა, რაც რუსმა ოლიგარქმა იუარა.
შეგახსენებთ, რომ აბრამოვიჩმა 2003 წელს „ჩელსი“ 140 მილიონად შეიძინა. განვლილ 15 წელიწადში ლონდონელებმა 5-ჯერ პრემიერლიგა მოიგეს, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა, ერთხელ ევროპა ლიგა, და ინგლისის ლიგისა და ასოციაციის თასები საერთო ჯამში რვაჯერ.