ჩოგბურთი

1:14 | 3.09.2018 | ნანახია [] - ჯერ

რაფა ნადალი: "ბასილაშვილი ფანტასტიკური იყო და ყველაფერი მისი დამსახურებაა"

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ლეგენდარულმა ესპანელმა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი შეაქო და მას ფანტასტიკური უწოდა.

„მესამე და მეოთხე სეტში უფრო კარგად და აგრესიულად ვითამაშე. ვფიქრობ, კარგი ტაიბრეიკი განვახორციელე. ბასილაშვილი უბრალოდ ფანტასტიკური იყო და ყველაფერი მისი დამსახურებაა. მას ძალიან ძლიერი დარტყმა აქვს, რომელსაც ზოგჯერ ვერ ვაკონტროლებდი. ბედნიერი ვარ, რომ მეოთხედფინალში გავედი“, - განაცხადა რაფამ Eurosport-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობაზე სამი ეტაპი გაიარა და დიდი სლემის მერვედფინალურ სტადიაზე კარიერაში პირველად ითამაშა. ნადალს კი ბრძოლა გაუმართა და შეხვედრა, რომელიც 3 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა, 4 სეტში, 3:6, 3:6, 7:6 (8:6), 4:6 წააგო.

ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და განახლებულ რეიტინგში მისთვის სარეკორდო, 31-ე პოზიციაზე იქნება.

0.111144