საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე რაფაელ ნადალთან მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ნიკამ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა და ლეგენდარულ ესპანელს წარმატებები უსურვა.
"დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. დიდი სითბო ვიგრძენი და მადლობა ამისთვის. ჩემპიონის წინააღმდეგ კარგი მატჩი იყო და რაფას შემდეგ რაუნდში წარმატებებს ვუსურვებ", - დაწერა სოციალურ ქსელში ბასილაშვილმა.
შეგახსენებთ, ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკის ღია პირველობაზე სამი ეტაპი გაიარა და დიდი სლემის მერვედფინალურ სტადიაზე კარიერაში პირველად ითამაშა. ნადალს კი ბრძოლა გაუმართა და შეხვედრა, რომელიც 3 საათსა და 23 წუთს გაგრძელდა, 4 სეტში, 3:6, 3:6, 7:6 (8:6), 4:6 წააგო.
ბასილაშვილმა 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და განახლებულ რეიტინგში მისთვის სარეკორდო, 31-ე პოზიციაზე იქნება.