ფეხბურთი

11:49 | 27.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსმა ფერნანდო იეროს რეკორდი გაიმეორა

მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ლეგენდარული ფერნანდო იეროს რეკორდი გაიმეორა. “სამეფო კლუბის” მცველმა ლა ლიგის მეორე ტურში “ჟირონას” კარი დალაშქრა და ესპანეთის ჩემპიონატში მინიმუმ 1 გოლის გატანა ზედიზედ 15 სეზონის განმავლობაში მოახერხა.

აქამდე ასეთი შედეგი მცველებს შორის მხოლოდ იეროს ჰქონდა დაფიქსირებული.

მესამე ადგილზეა ასევე “რეალის” ყოფილი მცველი მანოლო სანჩისი, რომელმაც მიჯრით 14 სეზონში გაიტანა, ხოლო მეოთხე პოზიციაზე ბილბაოს “ატლეტიკის” ექსმცველი აიტორ ლარასაბალია 13 სეზონში გატანილი გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.117872